GEO   ENG
სიახლეები
DRI ულტრამემარჯვენე ჯგუფებისგან დაზარალებული ქეთევან თუთბერიძის ინტერესებს იცავს
17.05.2022
კრიტიკულ მედიაზე შეტევა გრძელდება, ამჯერად სამიზნე ტელევიზიის „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია გახდა, რომელსაც სასამართლომ 3 წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საგანგაშოა, რომ უკანასკნელ პერიოდში მედიის წარმომადგენლების დევნა, მათთვის მტრული გარემოს შექმნა და პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა ერთგვარ ნორმად იქცა.  

ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ დაზარალებული ჟურნალისტის ქეთევან თუთბერიძის ინტერესებს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) იცავს. თუთბერიძის მიმართ 2021 წლის 24 დეკემბერს განხორციელებული პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) მუხლით დაიწყო, თუმცა ჟურნალისტი ამ დრომდე არაა დაზარალებულად ცნობილი.

2021 წლის 24 დეკემბერს, მეტროსადგური „მარჯანიშვილის” მიმდებარე ტერიტორიაზე,  ქეთევან თუთბერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მასალას ამზადებდა, როდესაც ულტრამემარჯვენე აქტივისტმა და ბლოგერმა ბექა ვარდოსანიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ვარდოსანიძეს ამ ქმედებაში აქციის მონაწილეები აჰყვნენ და ჟურნალისტი წრეში მოაქციეს. ქეთევან თუთბერიძემ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება ვეღარ შეძლო. ხაზგასასმელია, რომ სახელმწიფო უწყებების მხრიდან უმოქმედობამ ჟურნალისტის და მისი ოჯახის წევრების მიმართ „კიბერბულინგი” წაახალისა. რასაც ასევე მოჰყვა ქეთევან თუთბერიძისთვის უცნობი პირების მხრიდან თუთბერიძის პროფესიული რეპუტაციის შემლახველი განცხადებები და კ.მორგოშიას და შ.მარტინენკოს შეურაცხმყოფელი ფეისბუქ პოსტებიც.

უკანასკნელ პერიოდში მედიის წარმომადგენლების მიმართ ანგარიშსწორებამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მყისიერი რეაგირება ფაქტებზე, სადაც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება. ხელისუფლების უმოქმედობა მედიის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების მიმართ მოტივირებული დანაშაულების ჩადენას ახალისებს. გამოძიების ობიექტურად, მიუკერძოებლად და სრულყოფილად წარმართვისათვის აუცილებელია სამართალწარმოების პროცესში დაზარალებული პირის კანონის შესაბამისად ჩართულობა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, უზრუნველყოს ქეთევან თუთბერიძისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება.
რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026