GEO   ENG
სიახლეები
DRI ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას პოლარიზაციის მიზანმიმართულ გაღრმავებაზე
02.07.2022
1 ივლისს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების გეგმა წარადგინა. ირაკლი კობახიძეს განცხადებით, პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება დანარჩენი 11 პუნქტის ეფექტიანად შესასრულებლად „ერთგვარი საფუძველია“. პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების აუცილებლობის შესახებ მმართველი პარტიის მხრიდან ფორმალურად დეკლარირებული განაცხადის პარალელურად, დედაქალაქში და საქართველოს რეგიონებში გრძელდება სამოქალაქო აქტივისტების, მედია მფლობელების, სტუდენტური მოძრაობის წევრებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნა.

მოძრაობა „შინ ევროპაში“-ს წევრებს და მხარდამჭერებს თბილისში და რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრების დროს ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურებში დასაქმებულები და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ხვდებიან საზოგადოებასთან კომუნიკაციაში ხელი შეშლის გაცხადებული მიზნით. სავარაუდოდ ხელისუფლების მიერ მართული და ორგანიზებული დევნის თითოეული ასეთი შემთხვევა სახელისუფლებო მედიის მიერ შუქდება, როგორც დაპირისპირება სამოქალაქო აქტივისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის. გარდა ამისა, მმართველი პარტიის თავმჯდომარის მხრიდან პარლამენტარი ანრი ოხანაშვილის მიერ ტელეკომპანია „პირველის“ მფლობელ ვახტანგ წერეთელზე ფიზიკური თავდასხმის გამართლება შეიძლება მივიჩნიოთ იმის დადასტურებად, რომ საქართველოს ხელისუფლება არაა დაინტერესებული პოლიტიკური პროცესების დეპოლარიზაციით.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს ხელისუფლებას, უარი თქვას პოლარიზაციის მიზანმიმართულ გაღრმავებაზე და აღკვეთოს სავარაუდოდ მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებული ჯგუფების ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენება, რაც ხელს არ უწყობს პოლარიზაციის შემცირებას და პოზიციების დაახლოებას.
რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026
სექტემბერი — ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული გავლენების გაფართოების თვე

სექტემბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში რუსული გავლენების გაფართოების თვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

06.10.2026
კანონი გრანტების შესახებ: 2025 წლის შეზღუდვები და 2026 წლის ცვლილებები

კანონი გრანტების შესახებ არ წარმოადგენს დამოუკიდებელ რეგულაციას. იგი 2023 წლიდან ჩამოყალიბებული მრავალშრიანი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია.

05.10.2026