GEO   ENG
სიახლეები
DRI პრემიერ მინისტრს რეკომენდაციით მიმართავს შეიმუშაოს ჯანდაცვის სფეროში არსებული დაფინანსების ერთნაირი მიდგომა
19.07.2022
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს რეკომენდაციით მიმართავს, გადადგას ეფექტიანი ნაბიჯები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სფეროში არსებული დაფინანსების ერთნაირი მიდგომის უზრუნველსაყოფად.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის და მხარეებს შორის ნდობის აღდგენის მიზნით აქტიურად თანამშრომლობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან. პანდემიის დროს სამედიცინო სფეროში დაგროვილი გამოცდილების გაზიარების და არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიების მიზნით ორგანიზაციამ ჩაატარა შეხვედრები თბილისში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დასაქმებულ სამედიცინო პერსონალთან. გარდა ამისა, ინფორმაციის გაცვლის მიზნით შეხვედრა შედგა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედ და დევნილთა საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს. 

შესწავლის შედეგად, დღეს არსებული მდგომარეობით, დევნილის სტატუსის მქონე საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, ეთნიკურად აფხაზი და ოსი მოსახლობისგან განსხვავებით, დაფინანსების კუთხით არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფებიან.

DRI მიმართავს საქართველოს მთავრობას:

უზრუნველყოს ჯანდაცვის სფეროში არსებული დაფინანსების კუთხით ერთნაირი მიდგომები.

მოგვაწოდონ ინფორმაცია აღნიშნული რეკომენდაციის შესასრულებლად დაგეგმილი ან განხორციელებული ნაბიჯების შესახებ.
რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026
სექტემბერი — ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული გავლენების გაფართოების თვე

სექტემბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში რუსული გავლენების გაფართოების თვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

06.10.2026
კანონი გრანტების შესახებ: 2025 წლის შეზღუდვები და 2026 წლის ცვლილებები

კანონი გრანტების შესახებ არ წარმოადგენს დამოუკიდებელ რეგულაციას. იგი 2023 წლიდან ჩამოყალიბებული მრავალშრიანი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია.

05.10.2026