GEO   ENG
სიახლეები
„კონსერვატიულ მოძრაობა/ალტ-ინფოს“ შემომწირველები თანხას მხოლოდ თვის შუა რიცხვებში სწირავენ
29.07.2022
პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო“ 2021 წლის 7 დეკემბერს დარეგისტრირდა. დარეგისტრირების დღიდან 2022 წლის 16 თებერვლამდე, პარტიას შემომწირველები არ ჰყავდა. თუმცა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემების მიხედვით, 16 თებერვალს, პარტიას 36 ფიზიკურმა პირმა ერთდროულად შესწირა თანხა. მხოლოდ ამ დღეს განხორციელებული შემოწირულებების ჯამმა 43,000 ლარი შეადგინა.

ამჟამად პოლიტიკური დაჯგუფებისთვის შეწირული ოფიციალურად დეკლარირებული თანხა 335,401 ლარს შეადგენს.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დაკვირვებით, „კონსერვატიულ მოძრაობას“ შემომწირველები თანხას ერთი და იგივე პერიოდულობით, თვის შუა რიცხვებში სწირავენ.

ამჟამინდელი მონაცემებით, საერთო ჯამში, პარტიამ 333-ჯერ მიიღო შემოწირულება 92 ფიზიკური პირისგან.

92 შემომწირველიდან, პარტიისთვის თანხა მხოლოდ ერთხელ აქვს შეწირული 23 პირს. დანარჩენ 69 შემომწირველს კი, შემოწირულება რამდენჯერმე აქვს განხორციელებული. მაგალითად, პარტიას თანხა ექვსჯერ შესწირა ჩვიდმეტმა პირმა; ხუთჯერ - ცხრამეტმა პირმა; ოთხჯერ-ცამეტმა; სამჯერ - რვა პირმა; ორჯერ შესწირა ცხრა პირმა.    

ჯიმშერ ბუხაჩაურს, რომელიც „კონსერვატიული მოძრაობის“ ახმეტის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელია, პარტიისთვის თანხა 8-ჯერ აქვს შეწირული. მის მიერ ჯამურად განხორციელებული გადარიცხვების ოდენობა 3,400 ლარია. იმავე რაოდენობის შემოწირულება აქვს განხორციელებული გია გულუას; მან პარტიას 7,850 ლარი შესწირა. გია გულუა პარტიის ზუგდიდის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელია. პარტიას შვიდჯერ შესწირა გოჩა ხუციძემ, მის მიერ შეწირული თანხის ოდენობა 3,375 ლარია.

დღეს არსებული მდგომარეობით, პარტიის ყველაზე მსხვილი შემომწირველი ზურაბ კობახიძეა. მას პარტიისთვის 23,273 ლარი აქვს შეწირული. მეორე ადგილს მერაბ გიგანი იკავებს. ის პარტიის რუსთავის ოფისის ხელმძღვანელია. მან პარტიას ჯამურად 12,700 ლარი შესწირა. მესამე ადგილზეა კახაბერ ელიზბარაშვილი - მის მიერ შეწირული თანხის ოდენობა 11,985 ლარია. მეოთხე მსხვილი შემომწირველი გიორგი სულაკაძეა; მისი შემოწირულება 11,400 ლარს შეადგენს. მან პარტიას თანხა ექვსჯერ შესწირა; თითოეულ ჯერზე - 1900 ლარი. მეხუთე  ადგილზეა დავით დვალიშვილი, მის მიერ შეწირული თანხა 11,200 ლარია. დავით დვალიშვილმა პარტიას ასევე ექვსჯერ შესწირა თანხა; აქედან ხუთ შემთხვევაში, თანხის ოდენობა იდენტურია - 1920 ლარი.

პარტიის ყველაზე მსხვილი შემომწირველებიდან უძრავ ქონებას მხოლოდ ორი შემომწირველი - მერაბ გიგანი და კახაბერ ელიზბარაშვილი ფლობენ. მერაბ გიგანი ალექსანდრე ქარდავას ბიზნეს-პარტნიორია. ალექსანდრე ქარდავა „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ქარდავას ძმაა. ისინი 25 პროცენტიან წილს ფლობენ „შპს ვიქტორია+“-ში. კახაბერ ელიზბარაშვილი კი შპს „დაბოს“ 50%-იანი წილის მფლობელია.

პარტიის ერთ-ერთ შემომწირველი ზეზვა ჩანქსელიანია. მან პარტიას 8,625 ლარი შესწირა. ზეზვა ჩანქსელიანის კავშირების შესახებ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილესთან „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ადრეც წერდა.

„კონსერვატიული მოძრაობის“ კიდევ ერთი შემომწირველი ზესტაფონის მერის ყოფილი მოადგილე ბესიკ ლეონიძეა. ლეონიძემ თანამდებობა 2018 წელს დატოვა. მან პარტიას 1,850 ლარი შესწირა.
სოხუმში არ სურთ რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენის უფლება ჰქონდეთ

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა დააინიციირა კანონპროექტი „აფხაზეთის რესპუბლიკის ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ“. 

25.07.2024
შსს-თვის მიყენებული 400 ლარიანი ზიანისთვის ხელისუფლება ორ ახალგაზრდას 3-დან 6 წლამდე პატიმრობისთვის წირავს

24 ივლისს, მოსამართლე ნათია გუდაძემ, კიდევ ერთხელ იმსჯელა ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლაზე. 

24.07.2024
შეხვედრა გურჯაანში - „საქართველო ირჩევს ევროპას“

17 ივლისს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გურჯაანში გამართა შეხვედრა „საქართველო ირჩევს ევროპას.“

19.07.2024