GEO   ENG
სიახლეები
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა საკანონმდებლო ორგანოს საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებასთან დაკავშირებული მოსაზრებები წარუდგინა
11.08.2022
საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია (რეკომენდაცია 2). ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, ხელისუფლება ვალდებული იქნება უზრუნველყოს „ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულყოფილი მუშაობა, გააძლიეროს მათი დამოუკიდებლობა და ეფექტიანი ანგარიშვალდებულება, ასევე მათი დემოკრატიული ზედამხედველობის ფუნქციები.“ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი გეგმის საფუძველზე, აღნიშნული ვალდებულების შესასრულებლად, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტთან სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.[1] ჯგუფის მუშაობაში დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტიც ჩაერთო.

9 აგვისტოს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა კომიტეტს საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებასთან დაკავშირებული წერილობითი მოსაზრებები წარუდგინა. წარდგენილი რეკომენდაციები შეეხება: პარლამენტის წევრის კითხვას, დებატების ზოგად წესს, ინტერპელაციას, თანამდებობის პირის პლენარულ სხდომაზე გამოცხადებას, ნდობის ჯგუფს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის საჯარო ანგარიშს, პარლამენტის კომიტეტებს, სხვა თანამდებობის პირის მიერ რეგლამენტის დარღვევებსა და სანქციებს.
 
რეკომენდაციების მიზანია საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმების გაძლიერება სახელმწიფო უწყებების ანგარიშვალდებულების გაზრდის გზით:

  • ანგარიშვალდებული პირი ვალდებული უნდა იყოს კომიტეტის სხდომას დაესწროს კომიტეტის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის ან ფრაქციის მოთხოვნის საფუძველზე.
  • უნდა გაუქმდეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის დანაწესი, რომელიც კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს გენერალური პროკურორის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის დაბარების განსხვავებულ წესს ადგენს.
  • რეგლამენტში უნდა განისაზღვროს კონკრეტული ღონისძიებები თანამდებობის პირის მიმართ მის მიერ რეგლამენტის დარღვევის შემთხვევაში.
  • პარლამენტის დადგენილება, რომელიც მიიღება პარლამენტისადმი ანგარიშვალდებული უწყების საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, უნდა იყოს დასაბუთებული და ნათლად ასახავდეს ყველა იმ გარემოებას, თუ რატომ შეაფასა საკანონმდებლო ორგანომ უწყების ანგარიში დადებითად ან უარყოფითად.
  • ახლებურად უნდა მოწესრიგდეს ნდობის ჯგუფთან დაკავშირებული საკითხები. ნდობის ჯგუფს უნდა ჰქონდეს ვალდებულება, საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს დეტალური ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ.
  • სახელმწიფო უწყებებს უნდა შეეზღუდოთ უფლება, ნდობის ჯგუფს უარი უთხრან ინფორმაციის გადაცემაზე.
  • ინტერპელაციის პროცედურის დროს, კითხვის ადრესატს უნდა ჰქონდეს ვალდებულება, ინტერპელაციის წესით გაგზავნილ შეკითხვაზე, სხდომის გამართვამდე, სულ მცირე 5 სამუშაო დღით ადრე წარადგინოს წერილობითი პასუხი.
  • ინტერპელაციის პროცედურის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს დადგენილება.
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინტერპელაციის წესით მოსმენის შემდეგ, პარლამენტი უფლებამოსილი უნდა იყოს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 161-ე მუხლით დადგენილი წესით აღძრას საქართველოს მთავრობის უნდობლობის საკითხი.
  • საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის ვალდებულება მხოლოდ სამსახურის უფროსს უნდა ჰქონდეს.
  • სხვა
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციები არ არის ამომწურავი და საბოლოო ხასიათის.

 
[1] parliament.ge (ვებ-გვერდი), საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერებასთან დაკავშირებული სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, ხელმისაწვდომია: https://parliament.ge/media/news/saprotseduro-sakitkhta-da-tsesebis-komitetshi-saparlamento-kontrolis-mekanizmebis-gadzlierebastan-dakavshirebuli-samushao-jgufi-sheikmna, 02.09.2022.
რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026
სექტემბერი — ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული გავლენების გაფართოების თვე

სექტემბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში რუსული გავლენების გაფართოების თვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

06.10.2026
კანონი გრანტების შესახებ: 2025 წლის შეზღუდვები და 2026 წლის ცვლილებები

კანონი გრანტების შესახებ არ წარმოადგენს დამოუკიდებელ რეგულაციას. იგი 2023 წლიდან ჩამოყალიბებული მრავალშრიანი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია.

05.10.2026