17 ივლისს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გურჯაანში
გამართა შეხვედრა „საქართველო ირჩევს ევროპას.“
შეხვედრაზე მოწვეულმა სპიკერებმა ისაუბრეს ევროკავშირის
მიერ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების შემდგომ მოლაპარაკებების გახსნისთვის საჭირო
9 პრიორიტეტის შესრულების პროცესზე და იმ სარგებელზე, რასაც ევროკავშირში გაწევრიანება
ითვალისწინებს.
2023 წლის დეკემბერში
ევროკავშირმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება
მიიღო, რასაც საქართველოს მხრიდან 9 პრიორიტეტული მიმართულებით სწრაფი რეფორმები უნდა
მოჰყოლოდა. ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი მრავალგანზომილებიანია და მათი
შესრულება კომპლექსურ მიდგომებს მოითხოვს.
საქართველოს
ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი პრიორიტეტების შესრულების სანაცვლოდ, „ქართულმა
ოცნებამ“ ე.წ. რუსული კანონი დააინიციირა და
14 მაისს, ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესებისა და კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ,
კანონი მესამე მოსმენით მიიღო.
რუსულმა კანონმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. 27 ივნისს გამართულმა ევროპულმა საბჭომ, რომელიც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერს აერთიანებს, საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებსა და დემოკრატიულ რეგრესზე სერიოზული წუხილი გამოხატა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების შეფასებით, რუსული კანონის მიღება ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის მიცემული 9 ნაბიჯის შესრულების პროცესში ცალსახა უკუსვლაა და „გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერებას გამოიწვევს."
„პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ, მას ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით, რომელშიც შედიან ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (CSF) და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი (IJH)“.
ოკუპირებულ აფხაზეთში აგვისტო საწვავის მწვავე დეფიციტითა და მრავალსაათიანი რიგებით დაიწყო.
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ოკუპირებული აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებასა და საარჩევნო პროცესებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უკანონო ჩარევის აღკვეთას.
DRI ეხმიანება 2026 წლის 27 ივლისს, MMA-ის მებრძოლ გიორგი ქართველიშვილის
მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას ე.წ. „სახალხო მოძრაობის“ დაფუძნების შესახებ.