GEO   ENG
სიახლეები
DRI იმედგაცრუებულია ადამიანის უფლებათა სტრატეგიის დაინტერესებულ მხარეებთან განხილვის გარეშე დამტკიცებით
05.09.2022
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი იმედგაცრუებულია ადამიანის უფლებათა სტრატეგიის შემუშავების არაინკლუზიური და დახურული პროცესით. საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოლოდინის საწინააღმდეგოდ, სტრატეგია გასაჯაროებიდან ორ კვირაში დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ, ისე, რომ დაინტერესებულ მხარეებს არ ჰქონიათ დოკუმენტის საფუძვლიანი გაცნობის და შენიშვნების წარდგენის შესაძლებლობა. საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წელს დამტკიცებული ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის (2014-2020) ვადა 2020 წლის ბოლოს ამოიწურა. მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიის სამუშაო ვერსიაზე სამთავრობო უწყებები 2 წელზე მეტს მუშაობდნენ, სტრატეგიის სამუშაო ვერსია საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ 2022 წლის 23 აგვისტოს გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის შენიშვნების გასაზიარებლად წარდგენილი თავდაპირველი ვადა 31 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე გაიზარდა, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დოკუმენტის გასაცნობად მოცემული ვადა არაპროპორციულად მცირე იყო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სამთავრობო უწყებებმა ამ დოკუმენტზე მუშაობას 2 წელზე მეტი მოანდომეს.

ზოგადი შენიშვნის სახით, დოკუმენტის შემუშავების მთელ პროცესს აკლდა ინკლუზიურობა. მიუხედავად იმისა, რომ 31 აგვისტოს, სტრატეგიის სამუშაო ვერსიის განხილვისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ სტრატეგიის მთავრობის მიერ დამტკიცებამდე მნიშვნელოვანი იყო ყველა დაინტერესებულ მხარეს ქონოდა დოკუმენტთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებების გამოთქმის და მათ შინაარსიან განხილვაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, მთავრობამ სტრატეგია სათანადო განხილვების გარეშე 5 სექტემბერს დაამტკიცა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული სტრატეგიის სამუშაო ვერსია მოიცავს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ ფაქტობრივად ყველა ძირითად გამოწვევას. თუმცა სტრატეგიის ეფექტიანობისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება ამავე დოკუმენტის საფუძველზე დეტალური სამუშაო გეგმების შემუშავებაზე მუშაობის დაუყოვნებლივ დაწყება.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი გამოთქვამს იმედს, რომ სტრატეგიის შემუშავების პროცესისგან განსხვავებით, სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესი ინკლუზიური და ყველა დაინტერესებული მხარისთვის გახსნილი იქნება.
რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026