GEO   ENG
სიახლეები
DRI-ის წინადადებები სასამართლო რეფორმის თაობაზე ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად
04.11.2022
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა საქართველოს პარლამენტის ფრაქციებსა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს სასამართლო რეფორმის შესახებ რეკომენდაციებით მიმართა.

დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარადგენს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებათა ამსახველ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს.
საზოგადოების ფართო წრეებისთვის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შინაარსი ამ დრომდე უცნობია, ვინაიდან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაინტერესებული მხარეებისთვის სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის ღიაობა არ უზრუნველყო.

მიუხედავად ამისა, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი იტოვებს იმედს, რომ საკომიტეტო მუშაობის პირობებში შესაძლებელი იქნება იმ ძირითადი წინადადებების გათვალისწინება, რომელთა მიღებაც, მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების კუთხით ევროკომისიის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულებულად ჩასათვლელად. 

რეკომენდაციების მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  1. იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევის პროცედურის გაუმჯობესების მიზნით, პარლამენტმა უზრუნველყოს კანდიდატთა საჯარო მოსმენა, რაც მოიცავს მათი ხედვის და ოთხწლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენას, კითხვა-პასუხს დეპუტატთა და დამსწრე პირთა მხრიდან;არამოსამართლე წევრის არჩევა მოხდეს ღია კენჭისყრით, პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ.
  1. იუსტიციის საბჭოში არსებითი გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო მინიმალურ კვორუმად განისაზღვროს მოსამართლე და არამოსამართლე წევრების 2/3 (ე.წ. ორმაგი 2/3)
  2. იუსტიციის საბჭოში არ უნდა იყვნენ მოსამართლეები, რომლებსაც უკავიათ სასამართლოს თავმჯდომარის (თავმჯდომარის მოადგილის, კოლეგიის, პალატის თავმჯდომარის) თანამდებობა
  3. იუსტიციის საბჭოს წევრების განმეორებითი არჩევა უნდა შეიზღუდოს
  4. მოსამართლის მივლინების კონკრეტული საფუძვლები უნდა განისაზღვროს კანონით. აღდგეს მოსამართლის მივლინების 2021 წლის დეკემბრის ცვლილებამდე არსებული მდგომარეობა.
  5. საპარლამენტო ფორმატში შეფასდეს სასამართლო რეფორმის ოთხი ტალღის იმპლემენტაცია - პრაქტიკაში რეფორმით მიღებული სიკეთეები და არსებული გამოწვევები. შეფასება უნდა დაეფუძნოს არა მხოლოდ  მმართველი პარტიის, ასევე სხვა პოლიტიკური ჯგუფების, პროფესიული წრეების თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ დოკუმენტებს და მოსაზრებებს.
  6. მართლმსაჯულების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უნდა შემუშავდეს რეფორმის ოთხი ტალღის შედეგების შეფასების შედეგების გათვალისწინებით.


    პროექტი ხორციელდება  საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის’ (CSRDG) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის ფარგლებში
    პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
    წინადადებები სასამართლო რეფორმის თაობაზე ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა ევროკომისარ ვარჰეის
მოგმართავთ თხოვნით, შუალედური შეფასება იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი დაინტერესებული მხარეების, მათ შორის ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებისთვის.
23.03.2023
DRI: ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას დე ფაქტო გამშვებ პუნქტზე ტვირთის გადატანას უკანონოდ უზღუდავენ
DRI-ის ინფორმაციით, 2022 წლიდან მოსახლეობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ტვირთის გადატანას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს უთანხმებს. 
21.03.2023
DRI: „ქართული ოცნება“ აგრძელებს სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციის საინფორმაციო კამპანიას
ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს საკუთარი პოლიტიკური საქმიანობის მუდმივ ნაწილად აქციოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის მტრის იარლიყის მიწებება.
10.03.2023