GEO   ENG
ანალიზი
კორუფციის შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილები არ პასუხებს ევროკავშირის 12 პუნქტიანი გეგმის მოთხოვნებს
17.11.2022
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, საპარლამენტო ფრაქციებსა და პოლიტიკური ჯგუფებს ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ მმართველი პარტიის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ მოსაზრებები წარუდგინა.

2022 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარადგინა საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი,  რომელიც „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობისა და ანტიკორუფციული საქმიანობის ინსტიტუციურად უფრო მეტად გაძლიერებისკენ და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანის შესრულებას ემსახურება.“[1]

ევროკომისიის შეფასების დოკუმენტის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ წარმატებით გაართვა თავი დაბალი და საშუალო დონის კორუფციის აღკვეთა/გამოძიებას, გაუმჯობესება/დახვეწას საჭიროებს შემდეგი საკითხები: 

  • უნდა გაფართოვდეს თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების წარდგენასთან დაკავშირებული კანონის გავრცელების არეალი.ქონებრივი დეკლარაციების წარდგენის ვალდებულების შესრულების მონიტორინგის პროცესი უნდა გაუმჯობესდეს.
  • მამხილებელთა დაცვის მექანიზმი საჭიროებს გაძლიერებას.
  • საქართველოში არ არსებობს ერთი ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც დამოუკიდებლად შეისწავლის ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევებს, მოახდენს დეკლარირებული შემოსავლის ვერიფიკაციას, აუდიტს გაუწვეს პოლიტიკური პარტიების დანახარჯს და უზრუნველყოფს მამხილებელთა დაცვას.
  • პარტიების დაფინანსებისა და საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული ფინანსების კონტროლის განხორციელებისთვის ადმინისტრაციული შესაძლებლობები უნდა გაძლიერდეს.
  • საქართველოში არ არსებობს სპეციალიზებული საგამოძიებო, სისხლის სამართლებრივი ან სასამართლო ორგანო რომელიც კორუფციასთან ბრძოლაზეა პასუხისმგებელი.
  • შეფასებაში ხაზგასმულია სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს პრობლემურ ხასიათსა და ახალი ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის არარსებობაზე, რაც იმითაა გამოწვეული, რომ ეროვნულ ანტი-კორუფციულ საბჭოს 2019 წლის შემდეგ შეხვედრები არ გაუმართავს.
  • ევროკომისია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციის განმარტების დასასრულს აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ მეტი უნდა გააკეთოს მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად.[2]
იმისთვის, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ამოცანა შესრულებულად ჩაითვალოს, საქართველოს პარლამენტში ინიციირებული საკანონმდებლო წინადადებების პაკეტი უნდა პასუხობდეს იმ პრობლემების გადაჭრას, რის მოსაგვარებლადაც აღნიშნული რეკომენდაცია გაიცა.

სამწუხაროდ, საკანონმდებლო ინიციატივა ფორმალურადაც არ ეხება თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების საკითხს, მამხილებელთა დაცვას, პარტიების დაფინანსებისა და საარჩევნო კამპანიის ფინანსების მონიტორინგისთვის ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერებას, კორუფციასთან ბრძოლაზე პასუხისმგებელი სპეციალიზებული საგამოძიებო, სისხლის სამართლებრივი ან სასამართლო ორგანოს შექმნას და მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმას.

დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის საპირისპიროდ, რომელიც თავს მოუყრიდა ყველა საკვანძო ანტიკორუფციულ ფუნქციას ან/და იქნებოდა კორუფციასთან ბრძოლაზე პასუხისმგებელი სპეციალიზებული საგამოძიებო ინსტიტუტი, ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტი გვთავაზობს სრულიად უფუნქციო ახალი ორგანოს - ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას, რომელიც იმეორებს უკვე არსებული უწყებათაშორისო ანტიკორუფციული საბჭოს ფუნქციებს და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრით შემოიფარგლება.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, უკვე არსებული ანტიკორუფციული საბჭოს მსგავსი ფუნქციებით აღჭურვილი ახალი ორგანოს შექმნა გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის არარაციონალურ ხარჯვას.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს დაუბრუნდეს პარტია „ლელოს“ მიერ ინიციირებული კანონის პროექტის - ,,ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ“ განხილვას და უზრუნველყოს დამოუკიდებელი, აპოლიტიკური, ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობის, ღიაობის მაღალი ხარისხის მქონე ორგანოს შექმნა, რომელშიც თავმოყრილი იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ყველა მანდატი.

პროექტი ხორციელდება „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად - საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

 
[1] განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, გვ. 1,  ხელმისაწვდომია https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/309641  
რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას
არასოდეს ვიცხოვრებთ პუტინის წესებით. რუსული კანონი არასოდეს იქნება ქართველი ხალხის არჩევანი.
კი ევროპას! არა რუსულ კანონს!
25.04.2024
DRI: „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე ყველა დაკავებულის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აკვირდება „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს და სამართლებრივ დახმარებას უწევს უკანონოდ დაკავებულებს.
19.04.2024
DRI: ხელისუფლების მხრიდან შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება უგულებელყოფილია
16 აპრილს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე.
17.04.2024