GEO   ENG
სიახლეები
ლათის ტრაგედიიდან 30 წელი გავიდა
14.12.2022
1992 წლის 14 დეკემბერს, აფხაზეთში, გულრიფშის რაიონის სოფელ ლათასთან დატრიალებული ტრაგედია ძმათამკვლელი ომის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა გახდა. საქართველოს სახელმწიფო საბჭოს სამხედრო შენაერთების მიერ კონტროლირებული ტერიტორიებიდან ნასროლმა ჭურვმა ტყვარჩელიდან აფრენილი შვეულმფრენი ჩამოაგდო, რამაც ბორტზე მყოფი 87 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის, 35 ბავშვი და 8 ფეხმძიმე ქალი.

ომთან დაკავშირებულმა ვნებათაღელვამ ლათის ტრაგედია ომის რიგით სტატისტიკად აქცია. დღეს, ტრაგედიიდან 30 წლის შემდეგ, უნდა გავაცნობიეროთ ამ დღის სიმძიმე აფხაზური საზოგადოებისთვის. ომის დროს დაკარგულ ვერცერთ ქართულ და აფხაზურ სიცოცხლეს ვერაფერი დააბრუნებს. თუმცა დღეს მაინც  გვმართებს შეცდომების და დანაშაულის გაცნობიერება და, სადაც შესაძლებელია, გამოსწორება. ლათის ტრაგედიის შემთხვევაში აფხაზური მხარისთვის გულწრფელად მისამძიმრება, ამ შემთხვევის სათანადოდ შესწავლა და შეფასება ნდობის აღდგენისკენ მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.

ჩვენს აფხაზ მეგობრებს, რომლებთანაც ომის ტკივილი გვაშორებს, გვსურს, ხმა მივაწვდინოთ და ვუთხრათ, რომ ლათაში დატრიალებული ტრაგედია საქართველოს ტრაგედიაა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ამ განცხადებით ახსენებს ჩვენი დაყოფილი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, რომ დაუშვებელია ამგვარი დანაშაულების განმეორება.

ამისათვის მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას:
  1. დააფიქსიროს ოფიციალური პოზიცია ლათის ტრაგედიის თაობაზე;
  2. უზრუნველყოს ლათის ტრაგედიის გამოძიება მასში მონაწილე ყველა პასუხისმგებელი პირის გამოსავლენად;
  3. უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება ლათის ტრაგედიის შესახებ;
14 დეკემბერს, ლათის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, დაწესდეს ხსოვნის დღე, რომლითაც პატივს მივაგებთ ყველა მშვიდობიან მოქალაქეს, რომელიც 1992-1993 წლების ომის დროს აფხაზეთში დაიღუპა.
 
რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026