GEO   ENG
ვაკანსიები
ტრენინგი "ბულინგისა და კიბერბულინგის პრევენცია"
21.02.2023
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) იწყებს განაცხადების მიღებას ბულინგისა და კიბერბულინგის პრევენციის ორდღიან სასწავლო პროგრამაში მონაწილეების შესარჩევად. პროგრამა განკუთვნილია ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის  - სოციალური მუშაკების, ფსიქოლოგების, იურისტებისა და მასწავლებლებისთვის.
ტრენინგის თარიღები: გასვლითი ტრენინგი გაიმართება 2023 წლის 5-7 მარტს თბილისთან ახლოს.
 
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
ა) რეზიუმე (CV);
ბ) სამოტივაციო წერილი, რომელშიც აღწერილი იქნება, თუ როგორ გამოიყენებენ მონაწილეები ტრენინგზე მიღებულ ცოდნას (მაქსიმუმ 1 გვერდი);
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 28 თებერვალი, 18:00 საათი.
გთხოვთ, მოთხოვნილი დოკუმენტაცია გადმოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე info@democracyresearch.org. დასახელებაში მიუთითეთ „ბულინგისა და კიბერბულინგის სასწავლო პროგრამა“.

ტრენინგების განმავლობაში განსახილველი საკითხები:

  • ბავშვთა მიმართ ძალადობა, ძალადობის ფორმები და ძალადობის გამომწვევი მიზეზები;
  • ბავშვზე ძალადობის ამოცნობის ნიშნები;
  • ბულინგის არსი და ფორმები;
  • კიბერბულინგის არსი და ფორმები;
  • ბულინგისა და კიბერბულინგის პრევენციის მექანიზმები;
  • ბულინგსა და კიბერბულინგზე რეაგირების მექანიზმები.
ტრენერები - მაია ცირამუა და მაია ჯაში.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი სრულად დაფარავს ტრენინგთან დაკავშირებულ ხარჯებს.

ტრენინგ პროგრამა ხორციელდება  პროექტ „პარტნიორობა ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის“, რომელიც დაფინანსებულია გაერთიანებული სამეფოს ფონდის „მდგრადი მშვიდობისთვის - COBERM-ის დამატებითი ფინანსური ინსტრუმენტი“ მხარდაჭერით, რომელიც წარმოადგენს გაერთიანებული სამეფოს მთავრობისა (UK) და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივ ინიციატივას.
ვაკანსია იურისტის პოზიციაზე
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე, "ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის" (NED) მიერ დაფინანსებული პროექტის "ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე უსაფრთხოების სექტორის მხარდასაჭერად" ფარგლებში.
08.02.2022
ტრენინგი კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების აქტივისტებისთვის
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) იწყებს განაცხადების მიღებას უსაფრთხოებისა და ადვოკატირების დაგეგმვა/განხორციელების ტრენინგის მონაწილეთა შესარჩევად. ტრენინგი განკუთვნილია კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების აქტივისტებისთვის.
21.10.2021
კონკურსი სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) აცხადებს კონკურსს ორგანიზაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისთვის ექსპერტის შესარჩევად.
28.09.2021