Vacancies
ტრენინგი "ბულინგისა და კიბერბულინგის პრევენცია"
21.02.2023
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) იწყებს განაცხადების მიღებას ბულინგისა და კიბერბულინგის პრევენციის ორდღიან სასწავლო პროგრამაში მონაწილეების შესარჩევად. პროგრამა განკუთვნილია ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის  - სოციალური მუშაკების, ფსიქოლოგების, იურისტებისა და მასწავლებლებისთვის.
ტრენინგის თარიღები: გასვლითი ტრენინგი გაიმართება 2023 წლის 5-7 მარტს თბილისთან ახლოს.
 
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
ა) რეზიუმე (CV);
ბ) სამოტივაციო წერილი, რომელშიც აღწერილი იქნება, თუ როგორ გამოიყენებენ მონაწილეები ტრენინგზე მიღებულ ცოდნას (მაქსიმუმ 1 გვერდი);
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 28 თებერვალი, 18:00 საათი.
გთხოვთ, მოთხოვნილი დოკუმენტაცია გადმოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე info@democracyresearch.org. დასახელებაში მიუთითეთ „ბულინგისა და კიბერბულინგის სასწავლო პროგრამა“.

ტრენინგების განმავლობაში განსახილველი საკითხები:

  • ბავშვთა მიმართ ძალადობა, ძალადობის ფორმები და ძალადობის გამომწვევი მიზეზები;
  • ბავშვზე ძალადობის ამოცნობის ნიშნები;
  • ბულინგის არსი და ფორმები;
  • კიბერბულინგის არსი და ფორმები;
  • ბულინგისა და კიბერბულინგის პრევენციის მექანიზმები;
  • ბულინგსა და კიბერბულინგზე რეაგირების მექანიზმები.
ტრენერები - მაია ცირამუა და მაია ჯაში.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი სრულად დაფარავს ტრენინგთან დაკავშირებულ ხარჯებს.

ტრენინგ პროგრამა ხორციელდება  პროექტ „პარტნიორობა ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის“, რომელიც დაფინანსებულია გაერთიანებული სამეფოს ფონდის „მდგრადი მშვიდობისთვის - COBERM-ის დამატებითი ფინანსური ინსტრუმენტი“ მხარდაჭერით, რომელიც წარმოადგენს გაერთიანებული სამეფოს მთავრობისა (UK) და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივ ინიციატივას.
ტრენინგი კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მომუშავე აქტივისტებისთვის ფიზიკური და ციფრული უსაფრთხოების საკითხებზე

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) იწყებს განაცხადების მიღებას ფიზიკური და ციფრული უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგის მონაწილეთა შესარჩევად.

13.02.2024
ანაზღაურებადი სტაჟირება იურისტის პოზიციაზე
საზოგადოებრივი ორგანიზაცია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას იურისტის პოზიციაზე. 
21.09.2023
ანაზღაურებადი სტაჟირება სოციალური მედიის მიმართულებით

საზოგადოებრივი ორგანიზაცია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას სოციალური მედიის სპეციალისტის პოზიციაზე.

07.09.2023