GEO   ENG
კვლევები
უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელობა და არსებული გამოწვევები
28.02.2023
28 თებერვალს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა ანგარიშის „უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელობა და არსებული გამოწვევები“ პრეზენტაცია გამართა. უსაფრთხოების სექტორის ეფექტიანი ზედამხედველობა ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხის მნიშვნელოვანი ინდიკატორია.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე, საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებზე  საპარლამენტო კონტროლის განხორციელების თითქმის ერთწლიანი დაკვირვების შედეგების საფუძველზე ანგარიში მოამზადა. ანგარიში მოიცავს 2022 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ დეკემბრამდე  პერიოდს.
დოკუმენტში გაანალიზებულია საჯაროდ ხელმისაწვდომი, პროაქტიულად გამოქვეყნებული და ორგანიზაციის მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია, საპარლამენტო ზედამხედველობის მომწესრიგებელი საკანონმდებლო ჩარჩო და პარლამენტის წევრებთან ინტერვიუების შედეგები.

შესწავლილ მასალებზე დაყრდნობით, კრიტიკულად არის შეფასებული უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის მოქმედი მექანიზმები: ნდობის ჯგუფი უსაფრთხოების სექტორზე რეალურ დემოკრატიულ ზედამხედველობას ვერ ახორციელებს; საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები საპარლამენტო ოპოზიციისთვის ლიმიტირებულია; ოპოზიციას არ აქვს სუს-ის უფროსის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე დამოუკიდებლად დაბარების შესაძლებლობა; უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობისთვის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე თანამდებობის პირების სავალდებულო მოსმენის მექანიზმი ამ დროისთვის რეალურად არ მოქმედებს; მზარდია პარლამენტარების მიერ გაგზავნილი წერილების რაოდენობა, თუმცა  შეკითხვების ანალიზი ცხადყოფს პარლამენტის დარგობრივ კომიტეტებთან კვალიფიციური სპეციალისტების ჯგუფის არსებობის საჭიროებას, რომელიც კონსულტაციას გაუწევდა და დაეხმარებოდა პარლამენტის წევრებს, გააფართოონ ზედამხედველობის შინაარსობრივი არეალი; შინაგან საქმეთა სამინისტრო ზოგჯერ განსხვავებულად პასუხებს საპარლამენტო უმრავლესობის და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების იდენტურ კითხვებს; სუს-ი ზოგჯერ ფორმალური მიზეზით, ხოლო ზოგჯერ სახელმწიფო საიდუმლოების ფართო ინტერპრეტაციით, თავს არიდებს დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემას; ანგარიშვალდებული უწყებების მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარმოდგენილი ანგარიშების წარდგენის/მოსმენის პროცესი ფორმალური ხასიათისაა; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარდგენილ წლიურ ანგარიშში არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი ან გამოტოვებულია ან ფორმალურადაა მოხსენიებული, კონკრეტული ანალიზის და საქმიანობის შედეგების წარმოდგენის გარეშე.

დოკუმენტში ასევე, წარმოდგენილია საპარლამენტო ზედამხედველობის მიმართულებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შეფასება, ევროკავშირის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების ფარგლებში.

უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელობა და არსებული გამოწვევები
კრემლის პირდაპირი დიქტატი ცხინვალში: მარატ კამბოლოვის პრემიერობა ანექსიის პოლიტიკას ამტკიცებს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი და საკადრო ცვლილებები კრემლის მხრიდან განხორციელებული ღია ზეწოლის შედეგია. 

17.06.2026
რვა წელი წყლის გარეშე — ნაუშის მოსახლეობა წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებას ითხოვს

გულრიფშის რაიონის სოფელ ნაუშში უკვე რვა წელია ცენტრალიზებული წყალმომარაგების გარეშე ცხოვრობს.

17.06.2026
მოსკოვი ცხინვალის დე ფაქტო ლიდერისგან მთავრობის დათხოვნას და მარატ კამბოლოვის პრემიერად დანიშვნას ითხოვს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სერიოზული პოლიტიკური კრიზისი და საკადრო ცვლილებები მწიფდება.

16.06.2026