GEO   ENG
სიახლეები
DRI: ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას დე ფაქტო გამშვებ პუნქტზე ტვირთის გადატანას უკანონოდ უზღუდავენ
21.03.2023
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, 2022 წლიდან მოსახლეობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ტვირთის გადატანას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს უთანხმებს. ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის, თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებთაგან განსხვავებით, პრობლემურია ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით ჯეროვანი სარგებლობა. ამ ფონზე ტვირთის გადატანის შეზღუდვა დამატებით აუარესებს ადამიანთა უფლებრივ მდგომარეობას. მოსახლეობის ნაწილი აღნიშნავს, რომ ტვირთის გადაზიდვის ბუნდოვანი შეზღუდვა, მათ შორის, ეხება საკვებს და სხვა პირველადი საჭიროების პროდუქტებს.

ინფორმაცია თავდაპირველად სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელდა. ორგანიზაციას აღნიშნულზე დამატებითი ინფორმაცია საკონტაქტო პირებმა მიაწოდეს. საკითხზე სახელმწიფოს პოზიციის დასაზუსტებლად, DRI-მ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს მიმართა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, მოსახლეობისთვის უცნობია, რომელი ტვირთის გადატანა შეუძლიათ და რა კანონის დანაწესი მოქმედებს; არსებობს თუ არა კანონით გათვალისწინებული შეზღუდვა, რაც არამეწარმე ფიზიკურ პირებს უზღუდავს ტვირთის გარკვეული დასახელებისა ან/და რაოდენობის გადატანას; რა ჩაითვლება პირადი მოხმარების რაოდენობად და სურვილის შემთხვევაში, როგორ უნდა ისარგებლონ სპეციალური საწარმოს სტატუსით.

საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლი იცნობს სპეციალური საწარმოს სტატუსს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები/საქმიანობის განმახორციელებელი ადამიანებისთვის. აღნიშნულ ურთიერთობას ასევე აწესრიგებს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი. კანონი კრძალავს ან კონტროლის ობიექტად მიიჩნევს პროდუქტის გადატანას, რომელიც სანებართვო და სალიცენზიო საქმიანობის სფეროს  მიეკუთვნება, ან სამხედრო დანიშნულებისაა. კანონის დათქმის მიღმა კი, მეორე წელია, დანერგილია და მოქმედებს მავნე პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში პროდუქტების შეტანა მხოლოდ განსაზღვრული თანამდებობის პირის ინდივიდუალური თანხმობის შემთხვევაშია შესაძლებელი.

DRI-ს შეფასებით, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ უარი თქვას მავნე პრაქტიკაზე/რეგულაციაზე, რაც მოსახლეობას გადაადგილების თავისუფლებით სარგებლობისას დამატებით ბარიერებს უქმნის; იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამგვარი რეგულაციის არსებობის აუცილებლობა, სახელმწიფომ უნდა დაასაბუთოს აღნიშნული შეზღუდვის კრიტიკული აუცილებლობა და დასახული მიზნის სხვა, ნაკლებად მტკივნეული მეთოდებით მიღწევის შეუძლებლობა; ხოლო საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა უნდა უზრუნველყოს მოსახლეობის ინფორმირებულობა - რა დასახელებისა და რაოდენობის ტვირთის გადატანაა შეზღუდული; რა ჩაითვლება პირადი მოხმარების რაოდენობად და სურვილის შემთხვევაში, როგორ უნდა ისარგებლონ დაინტერესებულმა პირებმა სპეციალური საწარმოს სტატუსით.
რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026