GEO   ENG
ანგარიშები
ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების შეფასება
28.03.2023
28 მარტს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა ანგარიშის „ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების შეფასება“ პრეზენტაცია გამართა. ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად 12 პრიორიტეტის შესრულებაზე მუშაობის პროცესი, თითოეული პუნქტის შესრულების შეფასება და  არსებული გამოწვევები.
 
2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ ევროკომისიის 17 ივნისის გადაწყვეტილება დაამტკიცა, რითაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად 12 პრიორიტეტის შესრულებაზე მუშაობა დაევალა. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება მოიცავს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განმტკიცებისთვის აუცილებელი მინიმალური პრიორიტეტების ჩამონათვალს. ევროკავშირი ქვეყნის უმთავრეს პრობლემად პოლიტიკურ პოლარიზაციას ხედავს.
 
2022 წლის პირველ ივლისს, მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანება „ქართულმა ოცნებამ“ კანდიდატის სტატუსის მისაღებად გაწერილი 12 პრიორიტეტის შესრულების გეგმა წარადგინა, რომელიც მმართველმა პარტიამ ოპოზიციის ჩართულობის გარეშე შეიმუშავა. „ქართულმა ოცნებამ“ არც საზოგადოებრივი ორგანიზაციების რეკომენდაციები გაიზიარა და პროცესის განხორციელებას მხოლოდ თავისი გეგმით შეუდგა. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებული გეგმის შესრულებაში ჩართვაზე უარი განაცხადა და „ქართული ოცნების“ გეგმა დროის გაყვანის მცდელობად შეაფასა. შესაბამისად, ოპოზიციის ნაწილმა ალტერნატიული სამუშაო ჯგუფები შექმნა. ხელისუფლებამ ოპოზიციის ნაწილის ეს ქმედება, ევროკომისიის პირველი პუნქტის (დეპოლარიზაცია) შეუსრულებლობად  შეაფასა.

ერთი შეხედვით, პროცესის დასაწყისში მმართველი პოლიტიკური ძალა აქტიურ რეჟიმში მუშაობდა, რაც გამოიხატა  საქართველოს პარლამენტში სამუშაო ჯგუფების შექმნაში და საკანონმდებლო ცვლილებებში, თუმცა, პარალელურად, გრძელდებოდა და უფრო ინტენსიური ხდებოდა ანტიდასავლური ნარატივები.

ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად მიმდინარე სამუშაო პროცესს ყველაზე დიდი საფრთხე საპარლამენტო უმრავლესობის ინიციირებულმა კანონპროექტებმა („უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“) შეუქმნა, რასაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა ერთი კანონპროექტი მეორე მოსმენის დროს ჩაეგდო, ხოლო მეორე - საკანონმდებლო ორგანოდან გაეწვია.
 
შინაარსობრივი ანალიზისა და პროცესზე საგულდაგულო დაკვირვების შედეგად, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა რამდენიმე პრობლემური საკითხი გამოკვეთა:

  • პოლარიზაციის გაღრმავება - ხელისუფლებამ ურთიერთობა გაამწვავა არა მხოლოდ ოპოზიციასთან, არამედ სამოქალაქო სექტორის თითქმის სრულ სპექტრთან
  • საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კონსტრუქციული თანამშრომლობის სურვილის არქონის მკაფიო დემონსტრირება
  • კანონის პროექტების ფორმალური ხასიათი - ევროკავშირის პრიორიტეტების შესრულების მიზნით ინიციირებული კანონის პროექტების ნაწილი აცდენილია ევროკომისიის რეკომენდაციების სულისკვეთებას.
მიუხედავად იმისა, რომ მმართველი პარტია ევროკომისიის მხრიდან განსაზღვრული პირობების წარმატებით შესრულებაზე საუბრობს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესასრულებლად კვლავ მნიშვნელოვანი ძალისხმევის გაწევაა საჭირო.

ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების შეფასება
პრემიერ-მინისტრი ანტიკორუფციულ ბიუროს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმისთვის იყენებს
პრემიერ-მინისტრის მიერ მართული ანტიკორუფციული ბიუროს დღევანდელი გადაწყვეტილება,  სცდება კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ჩარჩოებს და სადამკვირვებლო მისიების საქმიანობისადმი ხელისუფლების შიშზე მეტყველებს.
24.09.2024
წინასაარჩევნო კამპანია ძალადობრივ ხასიათს იღებს
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციური პარტიების საარჩევნო კამპანიისთვის ძალადობრივად ხელის შეშლის შემთხვევები გახშირდა. 
20.09.2024
„ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნების წინ რელიგიით მანიპულირებს და მართლმადიდებლური ეკლესიის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას ცდილობს

ჩვენ ვეხმიანებით „ქართული ოცნების ინიციატივას  და მივიჩნევთ, რომ აღნიშნული საკითხი წარმოადგენს წინასაარჩევნოდ ეკლესიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების მცდელობას.

20.09.2024