GEO   ENG
სახელმძღვანელო
სახელმძღვანელო პრინციპები ბულინგისა და კიბერბულინგის პრევენციისა და რეაგირებისთვის
24.04.2023
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა(DRI) შეიმუშავა სახელმძღვანელო პრინციპები ბულინგისა და კიბერბულინგის პრევენციისა და რეაგირებისთვის.
 
ბულინგისა და კიბერბულინგის პრევენციისა და რეკომენდაციების გაიდლაინების შექმნის მიზანს წარმოადგენდა არსებული საერთაშორისო კანონმდებლობის, განმარტებების, ბულინგისა და კიბერბულინგის გამომწვევი მიზეზების, პრევენციული მექანიზმებისა და კრიზისული ინტერვენციის ქმედითი პრაქტიკის თავმოყრა.

დოკუმენტი განკუთვნილია ბავშვებთან და ბავშვებისთვის მომუშავე პროფესიონალებისთვის, მასწავლებლების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის. ამასთან, გამოსადეგია მშობლებისა და იმ სპეციალისტებისთვისაც, რომლებიც მშობელთა გაძლიერების მიმართულებით მუშაობენ.

გამოქვეყნდა გაერთიანებული სამეფოს ფონდის „მდგრადი მშვიდობისთვის - COBERM-ის დამატებითი ფინანსური ინსტრუმენტი“ მხარდაჭერით, რომელიც წარმოადგენს გაერთიანებული სამეფოს მთავრობისა (UK) და გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივ ინიციატივას. გამოცემის შინაარსი წარმოადგენს ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ერთპიროვნულ პასუხისმგებლობას და არცერთ შემთხვევაში უნდა იქნას აღქმული, როგორც UK-ის ან UNDP-ს მოსაზრება.


სახელმძღვანელო პრინციპები ბულინგისა და კიბერბულინგის პრევენციისა და რეაგირებისთვის

როგორ ზრდის რუსეთი აფხაზეთში საკუთარ მოქალაქეთა რაოდენობას და რა ფასად უჯდებათ ადგილობრივებს რუსული პასპორტი

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ წარმოებული პასპორტიზაციის პოლიტიკა ახალ, გაცილებით აგრესიულ ფაზაში შედის. 

18.11.2026
რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026