დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) თანამშრომლობისთვის იწვევს მოხალისეებს, რომლებსაც აქვთ სათანადო გამოცდილება და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან მოხალისეობრივ საწყისებზე თანამშრომლობის სურვილი შემდეგი მიმართულებებით:
- DRI-ის სოციალური ქსელების (ფეისბუქი, ტვიტერი, ტიკტოკი, ინსტაგრამი, ლინკდინი) ანგარიშების მართვა
- DRI-ის მასალების (პრესრელიზები, პუბლიკაციები) სხვადასხვა ჯგუფებისთვის ვიზუალურად აღქმადი და საინტერესო ფორმით მიწოდება
- DRI-ის ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელში მომხმარებელთან კომუნიკაცია
- მედია მონიტორინგი.
ჩვენ გთავაზობთ შესაძლებლობას:
- შეიტანოთ წვლილი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში
- იმუშაოთ საინტერესო პროექტებზე
- მიიღოთ და გაიღრმაოთ ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV და სამოტივაციო წერილი გადმოგვიგზავნეთ 30 მაისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე:
info@democracyresearch.org