Vacancies
DRI მოხალისეებს თანამშრომლობისთვის იწვევს
08.05.2023
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) თანამშრომლობისთვის იწვევს მოხალისეებს, რომლებსაც აქვთ სათანადო გამოცდილება და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან მოხალისეობრივ საწყისებზე თანამშრომლობის სურვილი შემდეგი მიმართულებებით:

  • DRI-ის სოციალური ქსელების (ფეისბუქი, ტვიტერი, ტიკტოკი, ინსტაგრამი, ლინკდინი) ანგარიშების მართვა
  • DRI-ის მასალების (პრესრელიზები, პუბლიკაციები) სხვადასხვა ჯგუფებისთვის ვიზუალურად აღქმადი და საინტერესო ფორმით მიწოდება
  • DRI-ის ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელში მომხმარებელთან კომუნიკაცია
  • მედია მონიტორინგი.                                  
ჩვენ გთავაზობთ შესაძლებლობას:
  • შეიტანოთ წვლილი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში
  • იმუშაოთ საინტერესო პროექტებზე
  • მიიღოთ და გაიღრმაოთ ცოდნა.
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV და სამოტივაციო წერილი გადმოგვიგზავნეთ 30 მაისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: info@democracyresearch.org