GEO   ENG
სიახლეები
ლგბტქი+ პირთა უფლებრივი მდგომარეობა აფხაზეთში
18.05.2023
აფხაზურ საზოგადოებაში გაბატონებულია მოსაზრება, რომ ქვიარ თემის წარმომადგენლები რეგიონში არ არსებობენ. შედეგად, ლგბტქი+ თემის წარმომადგენელთა უმრავლესობა, რომელსაც ეშინია, რომ შესაძლოა ქუჩაში მოკლან ორიენტაციის გამო, ძირითად მალავს იდენტობას ან საზღვარგარეთ მიდის საცხოვრებლად, რათა თავი დააღწიოს საზოგადოებრივ წნეხს და ძალადობის გარდაუვალ საფრთხეს.  

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი გთავაზობთ ადგილობრივი ლგბტქი+ თემის წარმომადგენლის რამდენიმე ისტორიას აფხაზეთიდან:

რესპონდენტი №1, 23 წლის, სოხუმი

„გადავწყვიტე, ჩემი ორიენტაცია ოჯახისთვის გამემხილა, რადგან დავიღალე ჩემი საყვარელი ადამიანების მოტყუებით. რთულია რაიმე სახის ალტერნატიული რეალობის გამოგონება. გარდა ამისა, ძალიან მაწუხებს ჰომოფობიის პრობლემა აფხაზეთში. მჯერა, რომ თუ ხალხი ხმას აიმაღლებს და გვაღიარებს, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ჰომოფობიის ზოგად დონეზე რესპუბლიკაში.
პეტერბურგში წავედი და მამაჩემმა და უფროსმა ძმებმა ორჯერ დამაბრუნეს სოხუმში. მამაჩემმა პასპორტი წამართვა, მოვახერხე და გამოვიქეცი, შემდეგ დაიწყო უსიამოვნო შეტყობინებების მიღება ჩემი საყვარელი ადამიანებისგან, მუქარა. ერთმა ძმამ მომწერა: „უმჯობესია მოკვდე“. ამ ყველაფრის შემდეგ პეტერბურგშიც ვეღარ ვგრძნობდი თავს დაცულად. უკვე რამდენიმე თვეა, მე და ჩემი მეგობარი ბიჭი სხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ. ამ ყველაფრის მიუხედავად, არ ვნანობ, რომ გავამხილე ჩემი ორიენტაცია. თავს უკეთ ვგრძნობ, რადგან ჩემს ოჯახს ვუთხარი სიმართლე ჩემს შესახებ.“

რესპონდენტი №2, 27 წლის, გაგრა

„დედაჩემმა სახლიდან გამაგდო, როცა გაიგო, რომ ბიჭებთან ურთიერთობა მქონდა. მე არ მითქვამს, ერთ-ერთმა მეგობარმა უთხრა. ჯერ კიდევ არ ვიცი ვინ იყო, მაგრამ თითქმის ყველასთან შევწყვიტე ურთიერთობა, ვისთანაც იმ დროს ვმეგობრობდი. სოჭში გავემგზავრე, დედა, რა თქმა უნდა, ღელავდა ჩემზე, ტიროდა, მთხოვდა გადამეთქვა ორიენტაცია და მხოლოდ ამის შემდეგ დავბრუნებულიყავი სახლში. დროის გასვლის შემდეგ დედაჩემის დამოკიდებულება შეიცვალა. ახლა მე ვცხოვრობ ბიჭთან და დედაჩემმა იცის მის შესახებ; კარგი ურთიერთობა აქვთ.“

რესპონდენტი №3, 25 წლის, სოხუმი

„პირველი ადამიანი, ვისაც ვუთხარი, რომ გოგო მიყვარდა, ჩემი ქმარი იყო. სამი წლის განმავლობაში მიყვარდა ჩემი საუკეთესო მეგობარი, გულუბრყვილოდ ვივარაუდე, რომ ეს გაივლიდა. ახლა მასთან ერთად ბედნიერი ვარ, 7 წელზე მეტია ერთად ვართ. დედასთან ურთიერთობა ძალიან გამიფუჭდა, მან მხარი არ დამიჭირა, ნარკომანს შემადარა, შეურაცხყოფა მიაყენა ჩემს საყვარელ ადამიანს. ერთი წლის შემდეგ მამაჩემს ვუთხარი. მან არ მოიწონა ჩემი ორიენტაცია, მაგრამ მაინც მიმიღო, ის გვეხმარება მე და ჩემს პარტნიორს. მე ვიბრძოლებ ჩემი ბედნიერებისთვის“.
 
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მხარს უჭერს თანასწორობის იდეას. თითოეული ადამიანისთვის, თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე თუ აფხაზეთში,  უზრუნველყოფილი უნდა იყოს ღირსეული და ძალადობისაგან თავისუფალი გარემო.  
რუსეთის მოქალაქეობა „შეღავათიან“ ფასად - მოსკოვის საშეღავათო პოლიტიკის ფარული განზრახვები

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და დნესტრისპირეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. 

28.08.2026
სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილი სიძულვილის ენა და სიძულვილის ენის პრევენცია საქართველოში

უკვე წლებია, ხელისუფლებაში მყოფი პარტია  მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს დამამცირებელი, მუქარის შემცველი და მასტიგმატიზებელი ენით მიმართავს.

27.08.2026
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და რუსეთის გავლენები

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2026 წლის 18 სექტემბერს გაიმართება. 

20.08.2026