GEO   ENG
სიახლეები
გალის მეორე საჯარო სკოლაში დირექტორი ბავშვებს აბულინგებს
20.05.2023
2023 წლის 14 მაისს გალის მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა, ახრა კვეკვესკირმა, პედაგოგებს და ბავშვებს დაავალა, რომ ვლადისლავ არძინბას დაბადების დღის პატივისცემით ნიშნად მისი საფლავი ყვავილებით შეემკოთ. აღნიშნულ პერიოდში, თავად სკოლის დირექტორი, მივლინებით რუსეთში იმყოფებოდა. შვებულების დასრულების შემდგომ გადაამოწმა შეასრულეს თუ არა პედაგოგებმა და სკოლის მოსწავლეებმა მისი დავალება, გაირკვია, რომ არც ერთი პედაგოგი და მოსწავლე არ მისულა არძინბას საფლავზე. საპასუხოდ, მან, შეკრიბა მასწავლებლები/ბავშვები და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
 
ახრა კვეკვესკირმა, 2023 წლის 17 მაისს გალის მეორე საჯარო სკოლაში არძინბას ფოტოებით მოაწყო გამოფენა, სპეციალური ტექსტი დაწერა და აიძულა ამ ტექსტის წაკითხვა მოსწავლეებს, რათა სკოლაში, დაგვიანებით, ეზეიმათ 14 მაისი. კვეკვესკირმა თავის დასაზღვევად, რომ მოსწავლეებს უარი არ ეთქვათ აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობაზე, ატესტატების არ გაცემით დაემუქრა.
 
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით გალის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი, სკოლაში, 11 წელია, ყოველდღიურად, შეურაცხყოფს გალელებს, რა დროსაც, ეთნიკურ ნიშნს და საცხოვრებელ ადგილს უსვამს ხაზს.
 
DRI აღნიშნავს, რომ სამუშაო ადგილზე ხელმძღვანელის მხრიდან, დამამცირებელი მოპყრობა და არასრულწლოვანი ბავშვების იძულება, ბულინგი დანაშაულია. გალის მეორე საჯარო სკოლის დირექტორის, ახრა კვეკვესკირის, ქმედებები ეწინააღმდეგება ბავშვის უფლებათა კონვენციას, აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ და საერთაშორისო საზოგადოებამ, ჟენევის ფორმატში, იმსჯელოს ბავშვების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე.
რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026
სექტემბერი — ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული გავლენების გაფართოების თვე

სექტემბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში რუსული გავლენების გაფართოების თვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

06.10.2026
კანონი გრანტების შესახებ: 2025 წლის შეზღუდვები და 2026 წლის ცვლილებები

კანონი გრანტების შესახებ არ წარმოადგენს დამოუკიდებელ რეგულაციას. იგი 2023 წლიდან ჩამოყალიბებული მრავალშრიანი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია.

05.10.2026