GEO   ENG
სიახლეები
მაღაროელების შრომის უფლებების დაცვა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა
19.06.2023
დღეს 4 საათზე საქართველოს პარლამენტთან ჭიათურელი მაღაროელების აქცია იმართება. დღევანდელი აქცია მაღაროელების 2 კვირიანი პროტესტის გაგრძელებაა, რომელიც აქამდე ჭიათურაში მიმდინარეობდა. მაღაროში დასაქმებული მშრომელების პროტესტი უკავშირდება კომპანიის მიერ ცალმხრივად შეცვლილ შრომის გრაფიკსა და ანაზღაურების წესს, რასთან დაკავშირებითაც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ შრომითი მედიაცია უშედეგოდ მიმდინარეობს. მაღაროელების მოთხოვნებს შორის არის უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემო, შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა და კუთვნილი მიუღებელი ანაზღაურების მიღება. საქართველოს შრომის კოდექსით გარანტირებული ამ უფლებების ეფექტიანი აღსრულების ადრესატი კი სახელმწიფოა, რომელიც მათ შორის შრომის ინსპექციის მეშვეობით უნდა ზედამხედველობდეს შრომის კანონმდებლობის დაცვას სამუშაო ადგილზე.

გავრცელებული ინფორმაციით, შრომის ინსპექციამ „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობა ბოლოს 2018 წელს შეამოწმა და არა ერთი დარღვევა დაადგინა. დადგენილი დარღვევების გათვალისწინებით, განსაკუთრებით უცნაურია, რატომ არ ინტერესდებოდა ინსპექცია კომპანიის საქმიანობით  მომდევნო წლებში. მნიშვნელოვანი გარემოებაა ისიც, რომ 2017 წლიდან კომპანიაში სასამართლოს გადაწყვეტილებით დანიშნულია სახელმწიფო მმართველი. შესაბამისად, სახელმწიფოს მონაწილეობა ამ შრომით ურთიერთობაში კიდევ უფრო ინტენსიურია, ვიდრე სტანდარტულ შემთხვევებში. 

გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა, რეაგირება მოახდინოს შრომის უფლებების დარღვევაზე, ჭიათურის მაღაროებში მიმდინარე გაფიცვა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხია იმის გათვალისწინებითაც, რომ ქალაქი ფაქტობრივად ეკონომიკური კოლაფსის წინაშეა. „ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებული 3 ათასზე მეტი ადამიანი ჭიათურის შრომისუნარიანი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენს და მაღაროებში სამუშაოების შეჩერება, მთელ ქალაქში ეკონომიკური ცხოვრების დასრულებას ნიშნავს.

ასეთ მასშტაბური და ხანგრძლივი პროტესტი, სოციალური და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე მდგარი ქალაქის პრობლემა სრულიად იგნორირებულია საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ. პრობლემის გადაწყვეტაში დღემდე მხოლოდ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული მედიატორი და ჭიათურის მერი მონაწილეობდნენ. ხელისუფლების მიერ მათი შრომის უფლებების  მასშტაბური დარღვევის იგნორირებამ ჭიათურელ მაღაროელებს პროტესტის უკიდურესი ფორმებისკენ უბიძგა. რამდენიმე მაღაროელმა შიმშილობა, პირის და თვალების ამოკერვა მას შემდეგ გადაწყვიტა, როცა მათი უფლებების დასაცავად სახელმწიფოსგან სამართლებრივი და პოლიტიკური მხარდაჭერა ვერ მიიღო. პროტესტის უკიდურესი ფორმებით და აქციის თბილისში გადმოტანით მაღაროელები იმედოვნებენ, რომ ბოლოს და ბოლოს მიიქცევენ ხელისუფლების ყურადღებას და აიძულებენ მას, დააკმაყოფილოს აქციის სამართლიანი მოთხოვნები.

DRI მოუწოდებს:

შრომის ინსპექციის სამსახურს - შეისწავლოს „ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებული მაღაროელების შრომის პირობები და მიიღოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები შრომის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების შესახებ.

საქართველოს მთავრობას - ჭიათურაში არსებული ეკოლოგიური და ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად უმოკლეს ვადებში შეიმუშაოს და წარმოადგინოს კრიზისის დაძლევის კონკრეტული გეგმა, რომელიც ჭიათურაში და კონკრეტულად, „ჯორჯიან მანგანეზში“  შრომის უსაფრთხო  და ჯანსაღ გარემოს უზრუნველყოფს.

საქართველოს პარლამენტს - გამოიყენოს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობის მექანიზმები: საკომიტეტო მოსმენის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დაბარების სახით,  საქართველოს მთავრობის მიერ კრიზისის დასაძლევად გადასადგმელი ნაბიჯების თაობაზე ინფორმაციის მისაღებად.
DRI: ქართულმა სახელმწიფომ ფაქტობრივად უგულებელყო ევროსასამართლოს მოთხოვნა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ქვეყნიდან გააძევა

სახელმწიფომ,  აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მიმართ მიღებული გადაწყვეტილებით, უხეშად დაარღვია ადამიანის უფლებები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და მოქმედი კანონმდებლობა.

06.04.2026
რუსული რბილი ძალის გაგრძელება ოკუპირებულ რეგიონებში

რუსეთი კვლავ განაგრძობს რბილი ძალით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ მიზანმიმართულ ქმედებებს. 

02.04.2026
ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის მიმოხილვა

ანტიკორუფციული ბიურო ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში, 2022 წელს შეიქმნა. რეკომენდაცია ანტიკორუფციული ორგანოს დამოუკიდებლობასა და ფუნქციურ გაძლიერებას ითვალისწინებდა.

25.03.2026