GEO   ENG
სიახლეები
საპარლამენტო ზედამხედველობა უსაფრთხოების ინსტიტუტებზე ხარვეზიანია
23.06.2023
22 ივნისს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა სამუშაო შეხვედრა „საპარლამენტო კონტროლი უსაფრთხოების სექტორზე“ გამართა.

შეხვედრის მიზანი იყო დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ მომზადებული პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების შესახებ მომზადებული კანონის პროექტის სამუშაო ვერსიის დაინტერესებული მხარეებისთვის გაცნობა. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

საქართველოს უსაფრთხოების სექტორზე რამდენიმე წლიანი დაკვირვება ცხადყოფს, რომ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები სუსტია და გაძლიერებას საჭიროებს. ამ დაკვირვებას იზიარებს ევროპული კომისიაც. საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება, სამართალდამცველი უწყებების ანგარიშვალდებულება და მათზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელ პირობებს წარმოადგენს (ევროპული კომისიის რეკომენდაციები 2 და 6). უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერება შეუძლებელი იქნება ნდობის ჯგუფის მანდატის გაზრდის და მისი მუშაობის წესის ცვლილების გარეშე, რაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების საჭიროებას განაპირობებს.

მომზადებული კანონის პროექტით იცვლება ნდობის ჯგუფის საქმიანობის მომწესრიგებელი კანონმდებლობა, იზრდება ნდობის ჯგუფის შემადგენლობა, წევრის უფლებამოსილება და დაკონკრეტებულია ნდობის ჯგუფის დაკომპლექტების წესი.
DRI-ს შემუშავებული წინადადებები, ევროკომისიის მხრიდან განსაზღვრულ პრიორიტეტებზე მუშაობის პროცესში, გაგზავნილი აქვს საპროცედურო საკითხთა და წესებისა  და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებისთვის.





რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026
სექტემბერი — ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული გავლენების გაფართოების თვე

სექტემბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში რუსული გავლენების გაფართოების თვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

06.10.2026
კანონი გრანტების შესახებ: 2025 წლის შეზღუდვები და 2026 წლის ცვლილებები

კანონი გრანტების შესახებ არ წარმოადგენს დამოუკიდებელ რეგულაციას. იგი 2023 წლიდან ჩამოყალიბებული მრავალშრიანი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია.

05.10.2026