GEO   ENG
სიახლეები
DRI: ახალგორელები ხელისუფლებას მიმართავენ, გააუქმოს ახალი წესი, რომელიც გადაადგილების თავისუფლებაზე დამატებით ბარიერებს აწესებს
03.07.2023
ახალგორის მოსახლეობას ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა თვის განმავლობაში მხოლოდ 10 დღე შეუძლია. ოკუპირებულ ახალგორთან დამაკავშირებელი გზა - რაზდახანის ე.წ. გამშვები პუნქტი ყოველი თვის ოციდან ოცდაათ რიცხვამდე იხსნება. რადგან სპეციალური საშვები ნელი ტემპით გაიცემა, მიმოსვლის უფლებით ჯერ ყველას არ უსარგებლია.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, გზა გაიხსნა, თუმცა მხოლოდ ფეხით მოსიარულეებისთვის. ახალგორი-თბილისის სამგზავრო მუნიციპალური მარშრუტი გაუქმებულია. შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის, ერთი გზის მგზავრობის საფასური დაახლოებით 100 ლარია - კერძო ტაქსით რუსულ საგუშაგომდე და ქართული საგუშაგოდან თბილისამდე. უკანა გზაზე, სამარშრუტო მუნიციპალური მანქანა წეროვანიდან გამყოფ ხაზამდე მხოლოდ დილის საათებში მოძრაობს. ადგილობრივები ვერ ასწრებენ გადაადგილებას არსებული გრაფიკით, საოჯახო საქმეების ან სამსახურების გამო. ზოგიერთი მგზავრის ტვირთი ტრანსპორტში ვერ ეტევა, რაც დამატებით სირთულეებს ქმნის.

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ახლახან ქართულმა საგუშაგომ ახალი რეგულაციები დააწესა. ვისაც ახალგორში რეგისტრაცია არ აქვს ან/და დაბადების ადგილად პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ახალგორი არ უწერია, მათ რუსულ საგუშაგომდე მანქანით აღარ შეუშვებენ. მოსახლეობამ ქართულ და რუსულ საგუშაგოებს შორის მანძილი -ნახევარი კილომეტრი ფეხით უნდა გაიაროს. მოსახლეობისთვის ალტერნატივა იმ პირის ტრანსპორტის დაქირავებაა, ვისაც ახალგორში აქვს რეგისტრაცია.

წარსულში, თბილისში წასული მგზავრები მაქსიმალურად იყენებდნენ დროს საგუშაგოების დაკეტვამდე. საღამოს, ტაქსით ბრუნდებოდნენ ან დიდუბიდან სოფელ ოძისის ტრანსპორტს მიჰყვებოდნენ, რომელიც რუსულ საგუშაგომდე მიდიოდა. რუსულ საგუშაგომდე ასევე თავისუფლად მიდიოდნენ ახალგორელების ნათესავები და გამცილებლები. გარდა მძღოლებისა, ახალი რეგულაცია უამრავ ადგილობრივს შეეხება. ერთადერთი გამოსავალი წეროვანში ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის მიმართვაა სპეციალური ცნობის მისაღებად. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრობლემური წესი 2008-2012 წლებში მოქმედებდა და ადგილობრივ მოსახლეობას უამრავი პრობლემა შეუქმნა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ცვლილება არსებულ რეგულაციებში მოსახლეობის ინტერესებზე მაქსიმალურად უნდა იყოს გათვლილი და დამატებით არ უნდა ართულებდეს არსებულ მდგომარეობას. ზემოაღნიშნული ცვლილებები ახალგორელებს ცხოვრების მძიმე პირობებს კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის.
მოვითხოვთ, საჯაროდ გაეცეს პასუხი შეკითხვას: რა ქიმიურ ნივთერებებს იყენებდა პოლიცია მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ?

BBC-ის მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიების მასალები, შეიცავს შოკისმომგვრელ ცნობებს იმის შესახებ, რომ ივანიშვილის პოლიციის მიერ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენებას.

02.12.2025
არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

ზუსტად ერთი წლის წინ, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ საქართველოში ევროპული განვითარების გზა ჩაკეტა.

01.12.2025