საზოგადოებრივი ორგანიზაცია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას სოციალური მედიის სპეციალისტის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 350 ევროს ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
სტაჟირების დაწყების თარიღი: 1 ოქტომბერი, 2023 წელი.
სამუშაოს ტიპი: მოქნილი გრაფიკი, კვირაში 16 სამუშაო საათი.
მოვალეობები:
DRI-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ხელმძღვანელობის ქვეშ:
- DRI-ის სოციალური ქსელების (ფეისბუქი, ტვიტერი, ტიკტოკი, ინსტაგრამი, ლინკდინი) ანგარიშების მართვა
- DRI-ის მასალების (პრესრელიზები, პუბლიკაციები) სწორ სეგმენტზე მორგება
- DRI-ის მასალების სხვადასხვა ჯგუფებისთვის ვიზუალურად აღქმადი და საინტერესო ფორმით მიწოდება
- Tiktok –ის პლატფორმისთვის შესაბამისი მასალების მომზადება
- DRI-ის ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელში მომხმარებელთან კომუნიკაცია
- საჭიროების შემთხვევაში, მედია მონიტორინგი.
მოთხოვნები:
- ინგლისური - C1
- Meta Business Suite, Ads manager-თან მუშაობის გამოცდილება
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- გუნდურად მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ შესაძლებლობას:
- შეიტანოთ წვლილი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში
- იმუშაოთ საინტერესო პროექტებზე
- მიიღოთ და გაიღრმაოთ ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV და სამოტივაციო წერილი გადმოგვიგზავნეთ 20 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე:
info@democracyresearch.org