Vacancies
ანაზღაურებადი სტაჟირება სოციალური მედიის მიმართულებით
07.09.2023
საზოგადოებრივი ორგანიზაცია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას სოციალური მედიის სპეციალისტის პოზიციაზე.
 
ანაზღაურება: 350 ევროს ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
 
სტაჟირების დაწყების თარიღი: 1 ოქტომბერი, 2023 წელი.
 
სამუშაოს ტიპი: მოქნილი გრაფიკი, კვირაში 16 სამუშაო საათი.
 
მოვალეობები:
DRI-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ხელმძღვანელობის ქვეშ:
  • DRI-ის სოციალური ქსელების (ფეისბუქი, ტვიტერი, ტიკტოკი, ინსტაგრამი, ლინკდინი) ანგარიშების მართვა
  • DRI-ის მასალების (პრესრელიზები, პუბლიკაციები) სწორ სეგმენტზე მორგება
  • DRI-ის მასალების სხვადასხვა ჯგუფებისთვის ვიზუალურად აღქმადი და საინტერესო ფორმით მიწოდება
  • Tiktok –ის პლატფორმისთვის შესაბამისი მასალების მომზადება
  • DRI-ის ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელში მომხმარებელთან კომუნიკაცია
  • საჭიროების შემთხვევაში, მედია მონიტორინგი.
მოთხოვნები:
  • ინგლისური - C1
  • Meta Business Suite, Ads manager-თან მუშაობის გამოცდილება
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • გუნდურად მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ შესაძლებლობას:
  • შეიტანოთ წვლილი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში
  • იმუშაოთ საინტერესო პროექტებზე
  • მიიღოთ და გაიღრმაოთ ცოდნა.
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV და სამოტივაციო წერილი გადმოგვიგზავნეთ 20 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: info@democracyresearch.org