GEO   ENG
ანგარიშები
უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელობა და არსებული გამოწვევები
12.09.2023
12 სექტემბერს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა ანგარიშის „უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელობა და არსებული გამოწვევები“ პრეზენტაცია გამართა. დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელებაზე დაკვირვების შუალედურ ანგარიშს და მოიცავს 2023 წლის პირველი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდს.

ანგარიშის მიხედვით, უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლი არაეფექტიანია. უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის სისუსტის მთავარი გამომწვევი მიზეზი პოლიტიკური ნების არარსებობაა. ეფექტიანი ზედამხედველობის განსახორციელებლად, საქართველოს პარლამენტის წევრებმა უფრო აქტიურად უნდა გამოიყენონ მოქმედი რეგლამენტით გათვალისწინებული ზედამხედველობის მექანიზმები:

  • საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები საპარლამენტო ოპოზიციისთვის ლიმიტირებულია; ხშირ შემთხვევაში კონტროლის მექანიზმების ამოქმედება დამოკიდებულია საპარლამენტო უმრავლესობის თანხმობაზე
  • ნდობის ჯგუფის საქმიანობაში ოპოზიციის როლი შეზღუდულია
  • საქართველოს პარლამენტი მოკლებულია შესაძლებლობას, შეაფასოს ნდობის ჯგუფის საქმიანობა, ვინაიდან ნდობის ჯგუფის შეხვედრები დახურულია; რეგლამენტის თანახმად კი, ნდობის ჯგუფს არ აქვს ვალდებულება, პარლამენტს აცნობოს გაწეული საქმიანობის შესახებ
  • უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების თანამდებობის პირების ანგარიშვალდებულება დაბალია. თანამდებობის პირები კომიტეტის სხდომაზე რეგლამენტით დადგენილი წესით დასწრების მოთხოვნის მიუხედავად, სხდომაზე არ ცხადდებიან
  • საპარლამენტო ოპოზიციას არ აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე დამოუკიდებლად დაბარების შესაძლებლობა
  • საანგარიშო პერიოდში უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებებს შეკითხვით საპარლამენტო უმრავლესობის მხოლოდ ორმა წევრმა მიმართა (სულ ორი შეკითხვა)
  • პარლამენტის წევრების მიერ დასმული შეკითხვების ანალიზი ცხადყოფს, რომ პარლამენტის დარგობრივ კომიტეტებთან არსებობს კვალიფიციური სპეციალისტების ჯგუფის არსებობის საჭიროება, რომელიც კონსულტაციას გაუწევდა და დაეხმარებოდა პარლამენტის წევრებს, გააფართოონ ზედამხედველობის შინაარსობრივი არეალი
  • საანგარიშო პერიოდში, ინტერპელაციის მექანიზმი უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებასთან მიმართებაში პირველად გამოიყენეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშში არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი გამოტოვებულია ან ფორმალურადაა მოხსენიებული, კონკრეტული ანალიზის და საქმიანობის შედეგების წარმოდგენის გარეშე
  • საქართველოს პარლამენტმა კვლავ გააგრძელა დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, კითხვა-პასუხის რეჟიმი დახურულ ფორმატში გააგრძელა
  • მიუხედავად რეგლამენტში შესული ცვლილებისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში პარლამენტს კვლავ სამსახურის უფროსის მოადგილემ წარუდგინა, რაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის დარღვევას წარმოადგენს.
DRI: სასამართლო გადაწყვეტილება რაჭის პროტესტის მონაწილეებთან დაკავშირებით მშვიდობიანი შეკრების უფლების დაცვის კუთხით პოზიტიურ პრეცედენტს წარმოადგენს
სასამართლომ ექვსი პირის მიმართ საქმის წარმოება შეწყვიტა, ხოლო ორი პირის მიმართ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა. 
30.11.2023
DRI: „ქართული ოცნებისა“ და ულტრამემარჯვენე ჯგუფების ორკესტრირებული რიტორიკა გააქტიურდა
„ქართული ოცნებისა“ და ღიად პრორუსული ულტრამემარჯვენე პოლიტიკური დაჯგუფების „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ლიდერების რიტორიკა ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით, იდენტური იყო. 
28.11.2023
DRI: რუსეთი დე-ფაქტო აფხაზეთის ენერგოკრიზისს სტრატეგიული ობიექტების ანექსიისთვის იყენებს
აფხაზეთში ენერგოკრიზისი დაიწყო. ზამთრის მოახლოებასთან ერთად, რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა მოსთხოვა. 
27.11.2023