GEO   ENG
სიახლეები
DRI: სუს-ის განცხადება სამოქალაქო სექტორზე თავდასხმის მორიგი მცდელობაა
02.10.2023
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელი განცხადება[1] სამოქალაქო სექტორზე თავდასხმის მორიგ მცდელობას წარმოადგენს.  მიუხედავად იმისა, რომ მასობრივი საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე, ხელისუფლება იძულებული გახდა ე.წ. რუსული კანონპროექტი გაეწვია, სამოქალაქო სექტორის დაზიანების მცდელობები არ შეწყვეტილა. დღევანდელი განცხადებით, მმართველი პარტია მორიგ ჯერზე ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2 ოქტომბრის განცხადება წარმოადგენს ხელისუფლების მხრიდან შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობას. მსგავსი განცხადებებით, შესაბამისის უწყებები ცდილობენ შექმნან საფუძველი მომავალში საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საპროტესტო შეკრება-მანიფესტაციების თავიდან ასარიდებლად. გარდა ამისა, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობის შესახებ განცხადებების წინმსწრებად გავრცელებით, მმართველი პარტია ცდილობს საზოგადოებრივი განწყობის შემზადებას აქციების ძალადობრივად დარბევისა და აქციების მონაწილეთა დაკავების შემთხვევებისთვის.

ხელისუფლების მცდელობა, შეავიწროოს თავისუფალი გამოხატვის სივრცე, კარგად ჩანს მმართველი პარტიის მორიგ ინიციატივაში, კიდევ უფრო დაამძიმოს  „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვები. კანონის პროექტის მიხედვით, დემონსტრანტებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.

DRI მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის პოლიტიკა და დასავლელ პარტნიორებზე მიზანმიმართული შეტევა ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს: აღრმავებს პოლარიზაციას, უკიდურესად ზღუდავს და მინიმუმამდე დაჰყავს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის რესურსი და აუარესებს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას.


 
[1] interpressnews.ge (ვებგვერდი), სუს-ი ორგანიზაცია „კანვასის“ მიმართ, რომელიც მათივე ინფორმაციით, რევოლუციური სცენარის მომზადებაშია ჩართული, საგამოძიებო მოქმედების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და "მტკიცებულებების ნაწილს" ასაჯაროებს, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/qtCI0, 02.10.2023
რუსეთის მოქალაქეობა „შეღავათიან“ ფასად - მოსკოვის საშეღავათო პოლიტიკის ფარული განზრახვები

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და დნესტრისპირეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. 

28.08.2026
სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილი სიძულვილის ენა და სიძულვილის ენის პრევენცია საქართველოში

უკვე წლებია, ხელისუფლებაში მყოფი პარტია  მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს დამამცირებელი, მუქარის შემცველი და მასტიგმატიზებელი ენით მიმართავს.

27.08.2026
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და რუსეთის გავლენები

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2026 წლის 18 სექტემბერს გაიმართება. 

20.08.2026