GEO   ENG
სიახლეები
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ახალი „ფეოდალები“
28.10.2023
რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს კანონმდებლობა არ ვრცელდება. თუმცა, ამ რეგიონების მოსახლეობისთვის პრობლემას ისიც წარმოადგენს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ მიღებული კანონებიც შერჩევით მოქმედებენ. ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში საოკუპაციო რეჟიმი და მის ირგვლივ ჩამოყალიბებული ელიტა ფეოდალური პრივილეგიებით და შეუვალობით სარგებლობს. მმართველი ჯგუფების და მათთან დაახლოებული კლანების შეუზღუდავი თავნებობა ადგილობრივებს შორის უსამართლობის განცდას აღრმავებს.

ოკუპირებულ ახალგორში ერთ-ერთი ასეთი პრივილეგირებული ოჯახი,ხელისუფლებასთან სიახლოვეს ძალაუფლებისა და ეკონომიკური ინტერესების გარდა, კრიტიკული ხმის ჩასახშობადაც იყენებს. ერთ შემთხვევაში, ოჯახმა, დე ფაქტო პრეზიდენტთან ერთად დათვებზე ნადირობის დამადასტურებელი ფოტომასალა სოციალურ ქსელში განათავსა. სამხრეთ ოსეთში დათვებზე ნადირობა კანონით აკრძალულია. ახალგორელებისთვის, რომლებიც 2008 წლის ომის შემდეგ იზოლაციაში და არაფორმალური რეჟიმის პირობებში ცხოვრობენ, მოცემული ვითარების გაპროტესტებართულია. იმ პირებს, რომლებიც  კრიტიკას ბედავენ, რაიონის არაფორმალური მმართველი ოჯახის წევრები სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის სახელით ემუქრებიან.

კანონს მიღმა მმართველობის პრაქტიკა სამხრეთ ოსეთისთვის ჩვეული ამბავია. კანონის აღსრულება სურვილის და ნების შემთხვევაში, იმათაც არ შეუძლიათ, ვისაც ეს ევალება. მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს ცხინვალში „ოფიციალური ვიზიტით“ იმყოფებოდა აფხაზეთის დე-ფაქტო გენერალური პროკურორი ადგურ აგრბა. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა მისი მეგობრობის ორდენით  დაჯილდოების ბრძანება გამოსცა. ცხინვალში მყოფ აფხაზ სტუმარს ორდენი დე-ფაქტო მთავრობის მეთაურმა კონსტანტინე ჯუსოევმა სამხრეთ ოსეთის პროკურატურის 100 წლის საიუბილეო ზეიმზე საპატიოდ გადასცა. იმავე საღამოს, ზეიმს არასასიამოვნო გაგრძელება მოჰყვა. აფხაზური დელეგაციის წევრები ადგილობრივმა პოლიციამ სავარაუდოდ მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისთვის გააჩერა. პოლიციელების მოთხოვნას სტუმრების პროტესტი მოჰყვა. აფხაზეთის დეფაქტო გენერალური პროკურორი და მისი თანმხლები პირები პოლიციელებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ და ემუქრებოდნენ. მოგვიანებით, გაბრაზებულმა სტუმარმა მეგობრობის ორდენი მასპინძელი კოლეგის საცხოვრებელი სახლის ეზოში გადააგდო.

არაფორმალურ და პარტიკულარისტულ ურთიერთობებზე აწყობილი ასეთი მმართველობის სისტემა, ოკუპირებულ ტერიტორიებს საფეოდალოებად აქცევს, რომელთა მმართველები, როგორც ფეოდალები, ისე იქცევიან - მათ შეუძლიათ დაარღვიონ კანონები, რომლებსაც რეგიონის დანარჩენი მოსახლეობისთვის აუცილებლად ხდიან, იცხოვრონ კანონის მიღმა, და ერთმანეთს შორისაც ფეოდალური წესებით იურთიერთონ. ისეთ პატარა საზოგადოებაში, როგორიც სამხრეთ ოსეთია, სადაც ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება, მმართველობის ასეთი სტილი სოლიდარობის და თანასწორობის ადგილობრივ ტრადიციებს ეწინააღმდეგება, რაც მოსახლეობაში სამართლიან გულისწყრომას და შფოთვას იწვევს.
DRI: სასამართლო გადაწყვეტილება რაჭის პროტესტის მონაწილეებთან დაკავშირებით მშვიდობიანი შეკრების უფლების დაცვის კუთხით პოზიტიურ პრეცედენტს წარმოადგენს
სასამართლომ ექვსი პირის მიმართ საქმის წარმოება შეწყვიტა, ხოლო ორი პირის მიმართ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა. 
30.11.2023
DRI: „ქართული ოცნებისა“ და ულტრამემარჯვენე ჯგუფების ორკესტრირებული რიტორიკა გააქტიურდა
„ქართული ოცნებისა“ და ღიად პრორუსული ულტრამემარჯვენე პოლიტიკური დაჯგუფების „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ლიდერების რიტორიკა ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით, იდენტური იყო. 
28.11.2023
DRI: რუსეთი დე-ფაქტო აფხაზეთის ენერგოკრიზისს სტრატეგიული ობიექტების ანექსიისთვის იყენებს
აფხაზეთში ენერგოკრიზისი დაიწყო. ზამთრის მოახლოებასთან ერთად, რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა მოსთხოვა. 
27.11.2023