GEO   ENG
სიახლეები
DRI: შეკრების თავისუფლების მარეგულირებელი საკანონმდებლო მოწესრიგება ხარვეზიანია
22.01.2024
საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში გაიმართება. საარჩევნო წელი, როგორც წესი, დატვირთულია პოლიტიკური შინაარსის შეკრებებითა და მანიფესტაციებით. შესაბამისად, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტს მნიშვნელოვნად მიაჩნია შეაფასოს კანონმდებლობა, რომელიც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებასა და ამ უფლებებით სარგებლობის პროცესში სამართალდამცავთა მოქმედებას არეგულირებს. 

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მომზადებულ დოკუმენტში საუბარია იმ საკანონმდებლო ცვლილებებსა და ინიციატივებზე, რომლებიც ხელს უწყობს პროტესტის მონაწილეების დასჯას და თითქმის შეუძლებელს ხდის კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და გამოხატვის უფლებებით სრულფასოვნად სარგებლობას. მაგალითად, 2021 წელს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებებით, გამკაცრდა ჯარიმები და გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები იმ მუხლების დარღვევისთვის, რის საფუძველზეც საპროტესტო აქციების მონაწილეებს ყველაზე ხშირად აკავებენ. აღნიშნულმა ცვლილებებმა შესაძლოა მსუსხავი ეფექტი იქონიოს აქციის ფორმით პროტესტის გამოხატვის სიხშირეზე.

წლების განმავლობაში აქციებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ სამართალდამცავები ყველაზე ხშირად საპროტესტო აქციების მონაწილეებს ადმინისტრაციული წესით, ერთდროულად ორი მუხლის - წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის აკავებენ. იმის გამო, რომ ეს ორი ნორმა ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, მათი ავტომატურად, ერთობლივად გამოყენება ხშირ შემთხვევაში სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. მეორე მხრივ, პრობლემურია პოლიციის არათანმიმდევრული, შერჩევითი მიდგომა შეკრების მონაწილეების მიმართ. მაშინ, როდესაც სამართალდამცველები განსაკუთრებული სიხისტით გამოირჩევიან ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი დემონსტრანტების მიმართ, მათი ლოიალური დამოკიდებულება ულტრამემარჯვენე ძალადობრივი ჯგუფების აქციების მონაწილეების მიმართ, მაშინაც კი, როდესაც ისინი პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებიან, თვალშისაცემია.

დოკუმენტში ასევე კრიტიკულად არის შეფასებული რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა, რომელთა მიღებაც, უსაფუძვლოდ შეზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.  მათ შორის, საუბარია საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიციირებულ კანონპროექტზე, რომელიც შესაძლებელს ხდის აქციაზე დროებითი კონსტრუქციების მოწყობის აკრძალვას რამდენიმე ბუნდოვანი საფუძვლით.

საქართველოსთან მიმართებით ევროკომისიის მიერ მომზადებული ევროკავშირის გაფართოების ყოველწლიურ ანგარიშში საუბარია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმის საჭიროებაზე და აღნიშნულია, რომ ბუნდოვანი ნორმები საშუალებას აძლევს სამართალდამცავ ორგანოებს, დაუსაბუთებლად შეზღუდონ შეკრებისა და გამოხატვის უფლება. ევროკომისიის მხრიდან 2023 წლის ნოემბერში განსაზღვრული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველსაყოფად, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მოსაზრებით:

  • აუცილებელია, გატარდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სიღრმისეული რეფორმა;
  • უნდა აღმოიფხვრას დემონსტრანტების სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაკავების პრაქტიკა;
  • ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას/დღის წესრიგში არ უნდა დააბრუნოს კანონპროექტები, რომლებიც გაუმართლებლად ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.

შეკრების თავისუფლების მარეგულირებელი საკანონმდებლო მოწესრიგების მოკლე მიმოხილვა

რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026