GEO   ENG
ანგარიშები
DRI ულტრამემარჯვენე ჯგუფებზე დაკვირვების 8 თვიან შედეგებს აჯამებს
02.02.2024
2 თებერვალს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა ულტრამემარჯვენე ჯგუფების საქმიანობაზე  8 თვის განმავლობაში განხორციელებული დაკვირვების შედეგების პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციის ფარგლებში წარმოდგენილი თემები:  ულტრამემარჯვენე ჯგუფების აქტივობა სოციალურ ქსელებში, ულტრამემარჯვენე ჯგუფების შეკრება-მანიფესტაციებზე დაკვირვება, პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ საქმიანობა და ფინანსური მონიტორინგი.

სოციალური მედიის ულტრამემარჯვენე დისკურსი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ჰომოფობიური რიტორიკა, რომელიც 17 მაისის მოახლოების პარალელურად გააქტიურდა და კულმინაციას 2023 წლის 8 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ მიერ დაანონსებული ფესტივალის ჩაშლით, მიაღწია. დაკვირვებამ გამოააშკარავა ხელისუფლების ლოიალური პოლიტიკა ულტრამემარჯვენე ძალადობრივი ჯგუფების მიმართ. პროკრემლისტური რიტორიკა, რომელიც გააქტიურდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განახლების ფონზე. ულტრამემარჯვენე ჯგუფები ეკონომიკური სარგებლის მოტივით ცდილობდნენ რუსეთთან მჭიდრო კომუნიკაციის მნიშვნელობის ხაზგასმას. სექტემბრიდან კი რეზონანსულ საკითხად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რუსეთის სასარგებლოდ საქმიანობაში მხილებული საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფირცხალაძის დაცვა იქცა. ანტიდასავლური და ანტიამერიკული რიტორიკა განსაკუთრებით გააქტიურდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმ განცხადების შემდეგ, რომელიც შესაძლო დესტაბილიზაციასა და სამოქალაქო არეულობის დაგეგმვაში USAID-ის როლზე მიუთითებდა. ოქტომბერში ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ განახლებულმა სამხედრო კონფლიქტმა ღიად პრორუსული ულტრამემარჯვენე ჯგუფების ანტიამერიკულ რიტორიკას ახალი იმპულსი შესძინა. საგულისხმოა,რომ კოლექტიური დასავლეთის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენა, ერთგვარ ტენდენციად ჩამოყალიბდა და ხელისუფლების მხრიდან ანტიდასავლური რიტორიკის პარალელურად წარიმართა.

ანგარიშში მიმოხილულია ანტი-დასავლური, ჰომოფობიური, კერძოდ, თბილისი პრაიდის კვირეულის საწინააღმდეგო აქციების დაკვირვების შედეგები.  დაკვირვებისას გამოიკვეთა, რომ ულტრამემარჯვენე ჯგუფების აქციებს სისტემატურობა და დისციპლინა ახასიათებს.  ასევე, შესამჩნევია სამართალდამცავთა ლოიალური დამოკიდებულება ულტრამემარჯვენე ლიდერებისადმი.
 
ანგარიშში ასევე წარმოდგენილია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო“ ულტრამემარჯვენე და ღიად პრორუსული „ალტ-ინფოს“ პოლიტიკური წარმონაქმნის საქმიანობის ანალიზი. ულტრამემარჯვენე და ღიად პრორუსულმა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ 2022 წლის იანვრიდან ქვეყნის მასშტაბით ოფისების გახსნა დაიწყო.[1] 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის ოქტომბრის ჩათვლით, „კონსერვატიულ მოძრაობას/ალტ-ინფოს“ 102 შემომწირველი ჰყავს. აქედან 101 ფიზიკური და ერთი იურიდიული პირია. 2023 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით რადიკალურ ექსტრემისტულ დაჯგუფებას მხოლოდ ორი შემომწირველი დაემატა.

„ულტრამემარჯვენე ჯგუფების პოლიტიკური ტრანსფორმაცია საქართველოში“
 
[1] mtisambebi.ge, 24 თებერვალი 2022 წელი, „„ალტ-ინფოს“ პარტია 77 ოფისით - როგორ იზრდება რუსეთი საქართველოში“, ხელმისაწვდომია:
პრემიერ-მინისტრი ანტიკორუფციულ ბიუროს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმისთვის იყენებს
პრემიერ-მინისტრის მიერ მართული ანტიკორუფციული ბიუროს დღევანდელი გადაწყვეტილება,  სცდება კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ჩარჩოებს და სადამკვირვებლო მისიების საქმიანობისადმი ხელისუფლების შიშზე მეტყველებს.
24.09.2024
წინასაარჩევნო კამპანია ძალადობრივ ხასიათს იღებს
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციური პარტიების საარჩევნო კამპანიისთვის ძალადობრივად ხელის შეშლის შემთხვევები გახშირდა. 
20.09.2024
„ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნების წინ რელიგიით მანიპულირებს და მართლმადიდებლური ეკლესიის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას ცდილობს

ჩვენ ვეხმიანებით „ქართული ოცნების ინიციატივას  და მივიჩნევთ, რომ აღნიშნული საკითხი წარმოადგენს წინასაარჩევნოდ ეკლესიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების მცდელობას.

20.09.2024