GEO   ENG
ანგარიშები
უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლი არაეფექტიანია
29.02.2024
29 თებერვალს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა ანგარიშის „უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელობა და არსებული გამოწვევები“ პრეზენტაცია გამართა. დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელებაზე დაკვირვების ერთწლიან ანგარიშს და მოიცავს 2023 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს.

უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის სისუსტე, ევროინტეგრაციის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია. უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის ერთწლიანი მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ საპარლამენტო კონტროლის სისუსტის მთავარი გამომწვევი მიზეზი საკანონმდებლო რეგულაციების გაუმართაობასთან ერთად, რეალური კონტროლის განხორციელებისთვის აუცილებელი პოლიტიკური ნების არარსებობაცაა.

ევროპული კომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების პროცესში საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესული დადებითი ცვლილებების მიუხედავად, საპარლამენტო ზედამხედველობის მიმართულებით არაერთი ხარვეზი დარჩა:

  • საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები საპარლამენტო ოპოზიციისთვის ლიმიტირებულია; ხშირ შემთხვევაში, კონტროლის მექანიზმების ამოქმედება დამოკიდებულია საპარლამენტო უმრავლესობის თანხმობაზე
  • მმართველ პარტიას არ გააჩნია უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის განსახორციელებლად პოლიტიკური ნება
  • საქართველოს პარლამენტის წევრებმა მოქმედი რეგლამენტით გათვალისწინებულ ზედამხედველობის მექანიზმებს აქტიურად არ იყენებენ
  • ნდობის ჯგუფის საქმიანობაში ოპოზიციის როლი შეზღუდულია
  • საქართველოს პარლამენტი მოკლებულია შესაძლებლობას, შეაფასოს ნდობის ჯგუფის საქმიანობა, ვინაიდან ნდობის ჯგუფის შეხვედრები დახურულია; რეგლამენტის თანახმად კი, ნდობის ჯგუფს არ აქვს ვალდებულება, პარლამენტს ჩააბაროს ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ
  • უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებების თანამდებობის პირების ანგარიშვალდებულება დაბალია; თანამდებობის პირები კომიტეტის სხდომაზე რეგლამენტით დადგენილი წესით დასწრების მოთხოვნის მიუხედავად, სხდომაზე არ ცხადდებიან
  • საპარლამენტო ოპოზიციას არ აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე დამოუკიდებლად დაბარების შესაძლებლობა
  • საანგარიშო პერიოდში ყველაზე ნაკლები წერილობითი კითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გაეგზავნა
  • ინტერპელაციის მექანიზმი 2018 წლის დეკემბრიდან დღემდე, არც ერთხელ არ გამოყენებულა თავდაცვის მინისტრთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან მიმართებით
  • საპარლამენტო ოპოზიციის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის კომიტეტის სხდომაზე დაბარების მიუხედავად, მინისტრი სხდომაზე არ გამოცხადდა
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან მიმართებით კომიტეტის სხდომაზე დაბარების მექანიზმი არ გამოყენებულა
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულებების დასაიდუმლოება ხელს უშლის ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლის განხორციელებას
  • საქართველოს პარლამენტმა კვლავ გააგრძელა დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, კითხვა-პასუხის რეჟიმი დახურულ ფორმატში გააგრძელა
  • მიუხედავად რეგლამენტში შესული ცვლილებისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში საკომიტეტოს მოსმენაზე კვლავ სამსახურის უფროსის მოადგილემ წარადგინა, რაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის დარღვევას წარმოადგენს.
საპარლამენტო ზედამხედველობის პრობლემებთან ერთად, DRI-მ პრეზენტაციაზე ასევე წარმოადგინა 12 საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივ ხედვას ევროკომისიის მე-5 ნაბიჯთან დაკავშირებით, რომელიც უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებას ეხება.

„უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელობა და არსებული გამოწვევები“
რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026
სექტემბერი — ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული გავლენების გაფართოების თვე

სექტემბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში რუსული გავლენების გაფართოების თვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

06.10.2026
კანონი გრანტების შესახებ: 2025 წლის შეზღუდვები და 2026 წლის ცვლილებები

კანონი გრანტების შესახებ არ წარმოადგენს დამოუკიდებელ რეგულაციას. იგი 2023 წლიდან ჩამოყალიბებული მრავალშრიანი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია.

05.10.2026