GEO   ENG
ანალიზი
DRI: 2024 წელს უსაფრთხოების სექტორის მიმართ პარლამენტის წევრების კითხვების რაოდენობა კვლავ კრიტიკულად დაბალია
25.03.2024
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გააანალიზა 2024 წლის 1 იანვრიდან 15 მარტამდე პერიოდში პარლამენტის წევრების მიერ უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებში (საქართველოს თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მისი ქვედანაყოფები) გაგზავნილი კითხვებისა და მათზე მიღებული პასუხების შინაარსი. ორგანიზაციამ იხელმძღვანელა პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაციით. ორთვენახევრის განმავლობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებისთვის ჯამში გაგზავნილია 13 წერილობითი კითხვა. აქედან, 1 კითხვაზე პასუხი არ არის გაცემული. 12 წერილობითი კითხვა საპარლამენტო ოპოზიციას ეკუთვნის. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებში კითხვა უმრავლესობის მხოლოდ ერთმა წევრმა გაგზავნა. საქართველოს პარლამენტიდან არც ერთი კითხვა არ არის გაგზავნილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

სადეპუტატო შეკითხვების უმრავლესობა - 12 კითხვა შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიგზავნა. დეპუტატების დიდი ნაწილი სტატისტიკურ ინფორმაციას ითხოვს. ეს ლოგიკურია, ვინაიდან სწორედ შსს აწარმოებს როგორც დანაშაულების, ასევე საზღვრის კვეთის შესახებ მონაცემების სტატისტიკას. თუმცა, საპარლამენტო ზედამხედველობის შინაარსობრივ ეფექტურობას გააუმჯობესებდა, თუკი პარლამენტის წევრების შეკითხვები უფრო ფართოდ გავრცელდებოდა უწყების საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებებზე, საქმიანობის შედეგებსა და შესაძლო პრობლემების მიზეზების განსაზღვრაზე.

2024 წლის 1 იანვარი - 15 მარტის პერიოდში თავდაცვის სამინისტროს მხოლოდ 1 წერილობითი კითხვა გაეგზავნა. კითხვა შეეხებოდა მინისტრის მოადგილეზე გაწეული წლიური დანახარჯის შესახებ ინფორმაციას. საპარლამენტო სესიის ორთვენახევრის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროსთვის მხოლოდ ერთი კითხვის გაგზავნა მიუთითებს, რომ უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობა პასიურია.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს პარლამენტის წევრებს არც ერთი კითხვა არ გაუგზავნიათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. სუს-ი წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე უფრო დახურულ და დემოკრატიული ზედამხედველობის მიღმა მდგომ უწყებად ჩამოყალიბდა. ამის გათვალისწინებით, პარლამენტის წევრების მიერ ზედამხედველობის შესაძლებლობების არ გამოყენება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დემოკრატიულ კონტროლს კიდევ უფრო ართულებს.

2024 წელს უსაფრთხოების სექტორის მიმართ პარლამენტის წევრების კითხვების რაოდენობა კვლავ დაბალია
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში DRI-ის მიერ გაგზავნილი ახალი საქმეები დარეგისტრირდა

2 ოქტომბრის წერილით ცნობილი გახდა, რომ თამარ გიორგაძისა და ე.ჟ.-ს საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ოფიციალურად დარეგისტრირდა.

20.10.2026
DRI: დროებითი მოთავსების იზოლატორი არ არის ხანგრძლივი პატიმრობისთვის განკუთვნილი სივრცე

დროებითი მოთავსების იზოლატორი არ არის ხანგრძლივი პატიმრობისთვის განკუთვნილი სივრცე.

19.10.2026
რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026