GEO   ENG
ჩვენი პოზიცია
რას შეიძლება ველოდოთ ინალ არძინბას თანამდებობიდან წასვლის მერე?
23.05.2024

„ქართული ოცნება“ კვლავ აპირებს რუსული კანონის მიღებას, რომელიც საქართველოში თავისუფალ და კრიტიკულ მოსაზრებებს დაასამარებს. კანონპროექტის მიღება საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზას დაუკეტავს.

ოკუპირებულ აფხაზეთში დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ინალ არძინბას თანამდებობიდან წასვლამ თუ გადაყენებამ, აფხაზურ საზოგადოებაში და პოლიტიკურ წრეებში არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია.

მთავარი კითხვა მოსკოვის ფავორიტად მიჩნეული ინალ არძინბას მიერ თანამდებობის დატოვების რეალურ მიზეზს უკავშირდებოდა - არძინბამ კრემლის მოლოდინები ვერ  გაამართლა, თუ პირიქით, დაწინაურების და ახალი კარიერის მოლოდინშია? აფხაზეთში თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ არძინბა დააპატიმრეს, თუმცა, მოგვიანებით თავად გააკეთა კომენტარი, რომ მოსკოვშია და ახალი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისთვის ემზადება. დაპატიმრების შესახებ გავრცელებული ამბავს, მალევე აღმოჩნდა, რომ საფუძველი არ ჰქონდა და აფხაზეთში ინალ არძინბას არაპოპულარობიდან გამომდინარე სასურველ ამბად იქცა. როგორც ჩანს, არძინბამ სწორედ ასეთი ჭორების გასაფანტად გააკეთა განცხადება თავისი ადგილსამყოფლის და სამომავლო გეგმების შესახებ ბუნდოვანი მინიშნებით.

სოხუმსა და თბილისში, სარწმუნოდ მიაჩნიათ მოსაზრება, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობების დათბობის ფონზე, მოსკოვისთვის არძინბას ხისტი მეთოდები კონტექსტიდან ამოვარდნილად გამოიყურებოდა და მისი აქტიური პოლიტიკისგან გვერდზე გაწევის გადაწყვეტილება სწორედ მოსკოვმა მიიღო.

მეორეს მხრივ, აფხაზი ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ ინალ არძინბას გადაყენება, თუ როგორც თავად ამბობს, ნებაყოფლობითი გადადგომა, მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე უნდა განვიხილოთ. არძინბა დანიშვნის დღიდან მოიაზრებოდა ამჟამინდელი დე-ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას კონკურენტად მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში. შესაბამისად, მისი წასვლით ბჟანიას საარჩევნო შანსები იზრდება, რაც შესაძლოა იმაზე მიანიშნებდეს, რომ ასლან ბჟანიამ და მისმა დე ფაქტო მთავრობამ თავი გაართვეს მოსკოვის ამოცანებს.

შეძლებს თუ არა ასლან ბჟანია საარჩევნო პერიოდამდე უკონკურენტო კანდიდატად მიღწევას, თუ შესაძლოა, ახალი საპირწონე კანდიდატი მოუვლინონ, ან სხვა როლში ისევ ინალ არძინბას დაბრუნებას ველოდოთ? ამასთან, საინტერესო იქნება, ვინ იქნება რუსეთის იმ ნარატივის გამტარი ეთნიკურად ჭრელ აფხაზეთში, რომ მსხვილი ეთნიკური ანკლავებისთვის სტატუს-კვოს შემნარჩუნებელი და აფხაზური ეთნოკრატიის შემკავებელი რუსეთის უშუალო წარმომადგენელია.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აკვირდება, რა გამოძახილი ექნება არძინბას დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან წასვლას ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ სომხურ და ქართულ ეთნიკური თემებში, თუმცა ცნობილია, რომ სამოქალაქო სექტორზე წნეხის შერბილების მოლოდინი არსებობს და ამის კვალდაკვალ, ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების საქმიანობისთვის, განსაკუთრებით გალის რეგიონში, უფრო დამაიმედებელი გარემო შეიძლება შეიქმნას.
აფხაზეთში ოპოზიციონერი ადგურ არძიმბა კვლავ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა

აფხაზეთის პოლიტიკურ სივრცეში აქტიურად განიხილება ოპოზიციონერი ლიდერის, ადგურ არძინბას დაბრუნება და მისი ბოლო პოლიტიკური განცხადებები, რომლებიც შიდა და გარე პოლიტიკურ პროცესებს ეხება.

08.05.2026
ყოფილი დე ფაქტო დეპუტატების საქმე და რუსეთის გავლენები ცხინვალში

დავით სანაკოევის, გარი მულდაროვისა და ძამბოლატ მედოევის საქმე, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, ამ დრომდე მოუგვარებელი რჩება.

24.04.2026
კრიტიკული მედიის სისტემური შევიწროება საქართველოში

კრიტიკული მედიის ხმის ჩასახშობად „ქართული ოცნება“ ფინანსური სანქციებით ცდილობს. რიგი სატელევიზიო, ონლაინ თუ რადიო მაუწყებლობების შემდეგ, ჯერი რეგიონულ მედიაზეც მიდგა. 

24.04.2026