GEO   ENG
სიახლეები
DRI: ძალადობრივი ჯგუფების დანაშაულებრივ ქმედებებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება
11.06.2024

„ქართული ოცნებამ“ მიიღო რუსული კანონი, რომელიც საქართველოში თავისუფალ და კრიტიკულ მოსაზრებებს ასამარებს. კანონი საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზას უკარგავს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებიდან დაახლოებით ერთი საათში, სამოქალაქო აქტივისტს ზუკა ბერძენიშვილს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ბერძენიშვილს სამი ადამიანი სახლთან დახვდა, ზურგიდან მიეპარა და სასტიკად სცემა. ზუკა ბერძენიშვილს დაზიანებები ძირითადად სახის არეში აქვს მიყენებული. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

შალვა პაპუაშვილის ფეისბუქ განცხადებაში საუბარია „ევროპის სახელით მიმდინარე“, „ორგანიზებულ და პოლიტიკურად მოტივირებულ ტერორის კამპანიაზე“, რომელიც სპიკერის მოსაზრებით, იმ პარლამენტარების წინააღმდეგ მიმდინარეობს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რუსულ კანონს. განცხადებაში სხვა აქტივისტებთან ერთად, მითითებულია ზუკა ბერძენიშვილიც. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მან თანამოაზრეებთან ერთად, პარლამენტის წევრებს დაურეკა, დაემუქრა და შეურაცხყოფა მიაყენა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებიდან ერთ საათში ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლება არა მხოლოდ ახალისებს და ხელს უწყობს, არამედ მართავს ძალადობრივი ჯგუფების დანაშაულებრივ ქმედებებს. ხელისუფლების მხრიდან ძალადობის წახალისება, სამოქალაქო აქტივისტების დაშინების მეთოდია, რომელიც განსაკუთრებით აქტუალური რუსული კანონის ხელახლა ინიციირებისა და მიღების დროს გახდა. ის, რომ სამოქალაქო აქტივისტებსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისებზე თავდასხმის უკან ხელისუფლება დგას, დასტურდება „ქართული ოცნების“ საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი სამხარაძის 1 ივნისის ფეისბუქ პოსტიდან, სადაც სამხარაძე მიუთითებს: „სულ მცირედსაც არ გაგიტარებთ და გაპატიებთ...ათასჯერ უარესს, მტკივნეულს და ხარისხიანს დაგიბრუნებთ! სადმე გამოჩენა და მივარდნები კი არა, ერთმანეთის დანახვაც არ მოგინდებათ, ისე მოგექცევით! . . . სათითაოდ ვიცით თქვენი ვინაობა“.

მიუხედავად იმისა, რომ უმრავლეს შემთხვევაში აქტივისტებზე, პოლიტიკოსებზე და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისებზე თავდამსხმელების ვინაობა იდენტიფიცირებადია, უფრო მეტიც, არსებობს დიმიტრი სამხარაძის ჩვენება, სადაც ის ადასტურებს პროცესების „ქართული ოცნების“ მიერ მართვას, ამ დრომდე არ არსებობს პროგრესი ფორმალურად დაწყებულ გამოძიების პროცესში.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი სოლიდარობას უცხადებს ყველა აქტივისტს და საზოგადოებრივ ორგანიზაციას.


პატიმრობის უპრეცედენტო ზრდა და გათავისუფლების მექანიზმების კრიზისი

საქართველოს სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა მკვეთრად გადაიხარა რეპრესიული მართლმსაჯულებისკენ, რამაც ქვეყანა პენიტენციური სისტემის კრიტიკულ გადატვირთვამდე მიიყვანა. 

10.06.2026
კორუფცია აფხაზეთში და რუსული გავლენები

აფხაზეთში კორუფცია დიდი ხანია გასცდა ცალკეული სამართალდარღვევების ფარგლებს და სისტემურ კრიზისად იქცა, რომელიც მოიცავს სახელმწიფო მმართველობის ყველა სფეროს მოიცავს. 

05.06.2026
DRI-მ გაეროში ახალგორელი აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის საქმეზე კომუნიკაცია წარადგინა

14 მაისს, DRI-იმ ახალგორელი აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის საქმეზე გაეროს თვითნებური დაკავებების სამუშაო ჯგუფთან კომუნიკაცია წარადგინა. 

04.06.2026