GEO   ENG
სიახლეები
დისკუსია: რა გავლენა ექნება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ოკუპირებულ რეგიონებზე?
02.08.2024

31 ივლისს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI) გამართა დისკუსია: „რა გავლენა ექნება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ოკუპირებულ რეგიონებზე? შესაძლო სცენარები“.

დისკუსიაზე განხილეს, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციამ უსაფრთხოების დინამიკაზე რუსეთის ფედერაციის ოკუპაციის ქვეშ მყოფ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე. ასევე, რა გავლენა ექნება  საქართველოს საკანონმდებლო და პოლიტიკის ცვლილებას ევროინტეგრაციის პროცესში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.

მოწვეულმა სპიკერებმა იმსჯელეს ასევე, შეუქმნის თუ არა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოსახლეობას უსაფრთხოების განცდას საქართველოს დაწინაურება ევროინტეგრაციის გზაზე და შეიძლება თუ არა საქართველოს ევროინტეგრაცია განვიხილოთ, როგორც გამყოფი ხაზის სხვადასხვა მხარეს მაცხოვრებელი მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის პროცესის აქსელერაციის შესაძლებლობა.

ღონისძიება მხარდამჭერია ფრიდრიხ ებერტის ფონდი.

რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026