31 ივლისს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა
(DRI) გამართა დისკუსია: „რა
გავლენა ექნება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ოკუპირებულ რეგიონებზე? შესაძლო
სცენარები“.
დისკუსიაზე
განხილეს, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციამ უსაფრთხოების
დინამიკაზე რუსეთის ფედერაციის ოკუპაციის ქვეშ მყოფ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე. ასევე,
რა გავლენა ექნება საქართველოს საკანონმდებლო
და პოლიტიკის ცვლილებას ევროინტეგრაციის პროცესში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე
სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.
მოწვეულმა
სპიკერებმა იმსჯელეს ასევე, შეუქმნის თუ არა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მოსახლეობას
უსაფრთხოების განცდას საქართველოს დაწინაურება ევროინტეგრაციის გზაზე და შეიძლება თუ
არა საქართველოს ევროინტეგრაცია განვიხილოთ, როგორც გამყოფი ხაზის სხვადასხვა მხარეს
მაცხოვრებელი მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის პროცესის აქსელერაციის შესაძლებლობა.
ღონისძიება მხარდამჭერია ფრიდრიხ
ებერტის ფონდი.
30 აგვისტოს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა საგარეჯოში შეხვედრა „საქართველო ირჩევს ევროპას!“ გამართა.
8 აგვისტოს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გორში შეხვედრა „საქართველო ირჩევს ევროპას!“ გამართა.
1 აგვისტოს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა, ქალაქ წნორში, შეხვედრა - „საქართველო ირჩევს ევროპას!“ გამართა.