GEO   ENG
სიახლეები
შეხვედრა წნორში - „საქართველო ირჩევს ევროპას!
02.08.2024

1 აგვისტოს, 16:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“, ქალაქ წნორში, შეხვედრა - „საქართველო ირჩევს ევროპას!“ გამართა.

შეხვედრაზე მოწვეულმა სპიკერებმა - ნონა ქურდოვანიძე (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია), ნაზი ჯანეზაშვილი („სასამართლოს გუშაგი“) და თათია კონიაშვილი (დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი) ისაუბრეს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების შემდგომ მოლაპარაკებების გახსნისთვის საჭირო 9 პრიორიტეტის შესრულების პროცესზე და იმ სარგებელზე, რასაც ევროკავშირში გაწევრიანება ითვალისწინებს. შეხვედრას მოდერაციას გაუწევს უჩა ნანუაშვილი (დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი).

2023 წლის დეკემბერში ევროკავშირმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რასაც საქართველოს მხრიდან 9 პრიორიტეტული მიმართულებით სწრაფი რეფორმები უნდა მოჰყოლოდა. ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი მრავალგანზომილებიანია და მათი შესრულება კომპლექსურ მიდგომებს მოითხოვს.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი პრიორიტეტების შესრულების სანაცვლოდ, „ქართულმა ოცნებამ“  ე.წ. რუსული კანონი დააინიციირა და 14 მაისს, ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესებისა და კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ, კანონი მესამე მოსმენით მიიღო.

რუსულმა კანონმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. 27 ივნისს გამართულმა ევროპულმა საბჭომ, რომელიც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერს აერთიანებს, საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებსა და დემოკრატიულ რეგრესზე სერიოზული წუხილი გამოხატა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების შეფასებით, რუსული კანონის მიღება ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის მიცემული 9 ნაბიჯის შესრულების პროცესში ცალსახა უკუსვლაა და „გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერებას გამოიწვევს.“

პროექტი მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ, მას ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით, რომელშიც შედიან ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი  (OSGF) და  თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი (IJH).


რუსეთის მოქალაქეობა „შეღავათიან“ ფასად - მოსკოვის საშეღავათო პოლიტიკის ფარული განზრახვები

რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და დნესტრისპირეთის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის. 

28.08.2026
სახელმწიფოს მიერ ხელშეწყობილი სიძულვილის ენა და სიძულვილის ენის პრევენცია საქართველოში

უკვე წლებია, ხელისუფლებაში მყოფი პარტია  მათ მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს დამამცირებელი, მუქარის შემცველი და მასტიგმატიზებელი ენით მიმართავს.

27.08.2026
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები და რუსეთის გავლენები

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2026 წლის 18 სექტემბერს გაიმართება. 

20.08.2026