GEO   ENG
სიახლეები
შეხვედრა გორში - „საქართველო ირჩევს ევროპას!
12.08.2024

8 აგვისტოს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა, გორში შეხვედრა „საქართველო ირჩევს ევროპას!“ გამართა. 

შეხვედრაზე მოწვეულმა სპიკერებმა - ნონა ქურდოვანიძემ (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია), ნაზი ჯანეზაშვილმა („სასამართლოს გუშაგი“) და თათია კონიაშვილმა (დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი) ისაუბრეს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების შემდგომ მოლაპარაკებების გახსნისთვის საჭირო 9 პრიორიტეტის შესრულების პროცესზე და იმ სარგებელზე, რასაც ევროკავშირში გაწევრიანება ითვალისწინებს. შეხვედრას მოდერაციას გაუწევს უჩა ნანუაშვილი.

2023 წლის დეკემბერში ევროკავშირმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რასაც საქართველოს მხრიდან 9 პრიორიტეტული მიმართულებით სწრაფი რეფორმები უნდა მოჰყოლოდა. ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯი მრავალგანზომილებიანია და მათი შესრულება კომპლექსურ მიდგომებს მოითხოვს.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი პრიორიტეტების შესრულების სანაცვლოდ, „ქართულმა ოცნებამ“  ე.წ. რუსული კანონი დააინიციირა და 14 მაისს, ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესებისა და კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ, კანონი მესამე მოსმენით მიიღო.

რუსულმა კანონმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. 27 ივნისს გამართულმა ევროპულმა საბჭომ, რომელიც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერს აერთიანებს, საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებსა და დემოკრატიულ რეგრესზე სერიოზული წუხილი გამოხატა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების შეფასებით, რუსული კანონის მიღება ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის მიცემული 9 ნაბიჯის შესრულების პროცესში ცალსახა უკუსვლაა და „გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერებას გამოიწვევს.“ 


ღონისძიება მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ, მას ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით, რომელშიც შედიან ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC), საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF) და თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი (IJH).

რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026
სექტემბერი — ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული გავლენების გაფართოების თვე

სექტემბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში რუსული გავლენების გაფართოების თვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

06.10.2026
კანონი გრანტების შესახებ: 2025 წლის შეზღუდვები და 2026 წლის ცვლილებები

კანონი გრანტების შესახებ არ წარმოადგენს დამოუკიდებელ რეგულაციას. იგი 2023 წლიდან ჩამოყალიბებული მრავალშრიანი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია.

05.10.2026