8 აგვისტოს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გორში შეხვედრა „საქართველო ირჩევს ევროპას!“ გამართა.
შეხვედრაზე მოწვეულმა სპიკერებმა - ნონა ქურდოვანიძემ (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია), ნაზი
ჯანეზაშვილმა („სასამართლოს გუშაგი“) და თათია კონიაშვილმა (დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი)
ისაუბრეს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების შემდგომ მოლაპარაკებების
გახსნისთვის საჭირო 9 პრიორიტეტის შესრულების პროცესზე და იმ სარგებელზე, რასაც ევროკავშირში
გაწევრიანება ითვალისწინებს. შეხვედრას მოდერაციას გაუწევს უჩა ნანუაშვილი.
2023 წლის დეკემბერში ევროკავშირმა საქართველოსთვის
კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რასაც საქართველოს მხრიდან
9 პრიორიტეტული მიმართულებით სწრაფი რეფორმები უნდა მოჰყოლოდა. ევროკომისიის მიერ განსაზღვრული
9 ნაბიჯი მრავალგანზომილებიანია და მათი შესრულება კომპლექსურ მიდგომებს მოითხოვს.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელი
პრიორიტეტების შესრულების სანაცვლოდ, „ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. რუსული კანონი დააინიციირა და 14 მაისს, ქართველი
ხალხის ეროვნული ინტერესებისა და კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ, კანონი მესამე მოსმენით
მიიღო.
რუსულმა კანონმა საქართველოს ევროინტეგრაციის
პროცესი შეაჩერა. 27 ივნისს გამართულმა ევროპულმა საბჭომ, რომელიც ევროკავშირის 27
წევრი ქვეყნის ლიდერს აერთიანებს, საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებსა
და დემოკრატიულ რეგრესზე სერიოზული წუხილი გამოხატა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების
ლიდერების შეფასებით, რუსული კანონის მიღება ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის მიცემული
9 ნაბიჯის შესრულების პროცესში ცალსახა უკუსვლაა და „გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო
შეჩერებას გამოიწვევს.“
30 აგვისტოს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა საგარეჯოში შეხვედრა „საქართველო ირჩევს ევროპას!“ გამართა.
1 აგვისტოს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა, ქალაქ წნორში, შეხვედრა - „საქართველო ირჩევს ევროპას!“ გამართა.
31 ივლისს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა
(DRI) გამართა დისკუსია: „რა
გავლენა ექნება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ოკუპირებულ რეგიონებზე? შესაძლო
სცენარები“.