მიმდინარე წლის სექტემბერში, დე ფაქტო უწყებების მიერ, ახალგორის რაიონის სოფელ მოსაბრუნის (ე.წ. „რაზდახანი“) საკონტროლო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვამ, ადგილობრივი მოსახლეობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების გარეშე დატოვა.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, მოსახლეობას დაბაში პირველადი მოხმარების ნივთებსა და პროდუქტებზე წვდომა შეზღუდული აქვს. მათი ნაწილი ვერ ახერხებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აიღოს პენსია, რომელიც რიგ შემთხვევებში, ოჯახების ერთადერთი შემოსავლის წყაროა. შედეგად, სოფლის მაცხოვრებლები სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს სხვადასხვა საკვებზე ცვლიან. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელთ არსებული ინფორმაციით, ადამიანებს პრაქტიკულად ამოეწურათ საკვების მარაგი.
გარდა ამისა, ადგილზე რჩებიან ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეები, რომლებსაც აუცილებელ მედიკამენტებზე ხელი არ მიუწვდებათ. ქრონიკული პაციენტების ნაწილი, სამედიცინო მომსახურებას იღებდა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში. შესაბამისად, არსებული კრიზისული ვითარების გათვალისწინებით, შესაძლებელია მათი სამედიცინო საჭიროებების შესწავლა და მათთვის მედიკამენტების კუთხით დახმარების აღმოჩენა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მოუწოდებს ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯები გადადგას ახალგორის რაიონის მაცხოვრებლების დასახმარებლად, რაც მათ ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვის გამო მიყენებულ ზიანს შეუმსუბუქებს, მათ შორის:
რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას.
2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.
ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე.