GEO   ENG
სიახლეები
აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობისთვის ქართული ოცნების გამარჯვება დამაიმედებელია
01.11.2024

საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთშიც განიხილეს. სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნება“ 53.93%-ით ლიდერობა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებისთვის მისაღები და დამაიმედებელი აღმოჩნდა. აფხაზმა პოლიტიკოსმა, ყოფილმა დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა ადგურ არძინბამ ტელეგრამ არხზე და თავის პირად ფეისბუქ გვერდზე განათავსა სტატია, სადაც საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებაზე დაწერა. ადგურ არძინბამ ისტორიულ მოვლენებთან „პარალელები“ გაავლო და განაცხადა: „დღეს დასავლეთი დასუსტდა რეგიონში და რუსეთი, პირიქით, ნელ-ნელა, მაგრამ აუცილებლად იბრუნებს თავის წამყვან როლს. ხოლო „ქართული ოცნება” საქართველოში სცენაზე ახალი ელფერით გამოდის.”

არჩევნების შედეგები განხილვის თემა იყო აფხაზურ მედიაშიც. აფხაზი ჟურნალისტის იზიდა ჭანიას შეფასებით, „ზოგიერთი ფრაზიდან და ხელმძღვანელობის ქცევიდან შეიძლება მიხვდეთ, რომ აფხაზეთის ხელისუფლება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. 23 ოქტომბერს საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის დახურვა მათი პოლიტიკური სიმპათიების გამოხატულება იყო თუ ეს ქართული ოპოზიციის მტრის სახის შენარჩუნებას ემსახურებოდა, რთული სათქმელია. . .“ ბლოგის ნაწილში - „რას უნდა ელოდოს აფხაზეთი საქართველოს არჩევნებისგან?“, ჭანიას შეფასებით, საქართველოს არ უნდა გააჩნდეს მოლოდინი, რომ რუსეთი აფხაზეთს ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების სანაცვლოდ დათმობს. მისი შეფასებით, მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში, თუკი თავად „ქვეყნები“ დაინტერესდებიან ამით.

ამ შეფასებებისა და განწყობების ფონზე, შესაძლოა, ენგურის ხიდის ერთი კვირით დაკეტვა, მხოლოდ აფხაზური მხარის ინიციატივა არ ყოფილიყო. DRC საკონტაქტო პირების ინფორმაციით, მთელი კვირის განმავლობაში არაერთი გალელი ცდილობდა ზუგდიდში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად გადასვლას, თუმცა, უშედეგოდ.  საქართველოს ხელისუფლებას გალის რაიონში მაცხოვრებელი 30,000 ადამიანისთვის საარჩევნო უფლების წართმევაზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

საქართველოში არჩევნები ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ ორგანიზებული სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასებით, არადემოკრატიულად წარიმართა, სადაც კენჭისყრის დღეს „ადგილი ჰქონდა ზეწოლას, რომელიც ეჭვს ბადებს ქვეყანაში თავისუფლად ხმის მიცემის შესაძლებლობაზე.“ ქართული სადამკვირვებლო მისიების განცხადებით კი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგები არ ასახავდა საქართველოს მოქალაქეების ნებას.

რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026
სექტემბერი — ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული გავლენების გაფართოების თვე

სექტემბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში რუსული გავლენების გაფართოების თვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

06.10.2026
კანონი გრანტების შესახებ: 2025 წლის შეზღუდვები და 2026 წლის ცვლილებები

კანონი გრანტების შესახებ არ წარმოადგენს დამოუკიდებელ რეგულაციას. იგი 2023 წლიდან ჩამოყალიბებული მრავალშრიანი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია.

05.10.2026