GEO   ENG
განცხადებები
NGO-ები გაეროს სპეციალურ პროცედურებს, ევროპის საბჭოს კომისარსა და ეუთოს მიმართავენ ადამიანის უფლებების მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით
06.12.2024

2024 წლის 6 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ერთობლივად მიმართავენ საერთაშორისო მექანიზმებს, კერძოდ, კომუნიკაცია ეგზავნებათ:

1. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარს;

2. ეუთო (ODIHR);

3. გაეროს სპეციალურ მომხსენებელს წამების და სხვა სასტიკი არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის საკითხებში;

4. გაეროს სპეციალურ მომხსენებელს მშვიდობიანი შეკრების და გაერთიანების თავისუფლების  საკითხებში;

5. გაეროს სპეციალურ მომხსენებელს აზრისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებში;

6. გაეროს სპეციალურ მომხსენებელს უფლებადამცველთა მდგომარეობის საკითხებში.

კომუნიკაცია შეეხება საქართველოში ადამიანის უფლებების მძიმე მდგომარეობას. დასახელებულ პირებს თავიანთი მანდატის ფარგლებში შეუძლიათ საქართველოსთან მიმართებით სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება, მათ შორის, საქართველოში ვიზიტი, და ადგილზე ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის შეფასება. 

კომუნიკაციაში დეტალურად არის მოცემული 28 ნოემბრიდან დღემდე არსებული ფაქტები, რომლებიც შეეხება მშვიდობიანი დემონსტრანტების აბსოლუტური უმრავლესობის მიმართ სხვადასხვა დანაშაულის, მათ შორის, წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის, ჩადენას; აქციების დარბევისთვის გამოყენებული საშუალებების უკანონობასა და არაპროპორციულობას; უკანონო დაკავებას; ჩხრეკა-ამოღების ოპერაციებს; სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელებას; ჟურნალისტების მიზანმიმართულ დევნას, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უმოქმედობას. 

კომუნიკაციის წარმდგენი ორგანიზაციები:

1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) 

2. სამოქალაქო ინიციატივა დემოკრატიული და ევროატლანტიკური არჩევნისთვის - სამოქლაქო იდეა 

3. დემოკრატიის მცველები

4. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)

5. აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)

6. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)

7. საქართველოს სასამართლოს გუშაგი

8. საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტი (GDI)

9. საქართველოს მომავლის აკადემია

10. მწვანე ალტერნატივა

11. წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური და და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)

12. უფლებადამცველთა გაერთიანება - ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

13. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი

14. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

15. უფლებები საქართველო

16. სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)

17. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

18. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

19. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)


რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026
სექტემბერი — ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული გავლენების გაფართოების თვე

სექტემბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში რუსული გავლენების გაფართოების თვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

06.10.2026
კანონი გრანტების შესახებ: 2025 წლის შეზღუდვები და 2026 წლის ცვლილებები

კანონი გრანტების შესახებ არ წარმოადგენს დამოუკიდებელ რეგულაციას. იგი 2023 წლიდან ჩამოყალიბებული მრავალშრიანი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია.

05.10.2026