5 თებერვალს,
,,ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საზოგადოებას ახალი რეპრესიული კანონმდებლობის
მიღება დაუანონსა.
დემოკრატიის კვლევის ცენტრის შეფასებით, პარტია
დაანონსებული კანონპროექტებით ცდილობს, არა მხოლოდ შეზღუდოს, არამედ - სრულად გააქროს
ქვეყანაში განსხვავებული და კრიტიკული აზრი. დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილებები,
რომელიც დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგაა მიმართული,
უგულებელყოფს საქართველოს კონსტიტუციას და საერთაშორისო სტანდარტებს.
,,ქართული ოცნება“
ყოველდღიურად ცდილობს გამკაცრებული კანონებითა და რეპრესიული პოლიტიკით გააქროს თავისუფალი და პროევროპული ინსტიტუტები, რომელთა საქმიანობა
რეალური ინფორმაციისა და კრიტიკული აზრის გავრცელებით, დემოკრატიული პროცესების განვითარებას
უკავშირდება.
ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში
მსჯელობს გამოხატვის უფლების შეზღუდვის საკითხებზე და ამბობს, რომ სიტყვისა და გამოხატვის
უფლება მოიცავს, მათ შორის, ისეთი მასალის გამოქვეყნებას/გავრცელებას, რომელიც არ არის
მისაღები რომელიმე მხარისთვის, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც საკითხის მიმართ არსებობს
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში,
ლეგიტიმური მიზნის არსებობის დროს.
,,ქართული ოცნების“
დაანონსებული მძიმე კანონპროექტები ეწინააღმდეგება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის,
ეუთოს, ევროპული საბჭოს მიერ დადგენილ სტანდარტებს, რომლის მიხედვით, დაუშვებელია სიტყვისა
და გამოხატვის უფლების არაპროპორციული შეზღუდვა და ცენზურის დაწესება. დაანონსებული კანონპროექტები დიქტატურის დამყარებისკენ
გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას.
2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.
ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე.