ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეები მუდმივად დგანან გადაადგილების თავისუფლების, უსაფრთხოების და ფინანსური ხასიათის პრობლემების წინაშე. ბოლო პერიოდში ახალგორში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ საოკუპაციო ძალების ზეწოლა ადგილობრივ მოსახლეობაზე იზრდება.
მიმდინარე წლის 2 დეკემბრიდან ახალგორის მოსახლეობის მიმართ შემოღებული ე.წ. „შემარბილებელი“ დაშვებებით ჰუმანიტარული კრიზისი არ ამოწურულა. ახალგორში მცხოვრები ადამიანები კვლავ დგანან მნიშვნელოვანი გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე. კერძოდ, საოკუპაციო ძალების მიერ შემოთავაზებული ზომების მიხედვით:
ახალგორის მიმართ საოკუპაციო ძალების დაწესებული ე.წ. „შემარბილებელი“ დაშვებები უნდა შეფასდეს როგორც პრობლემის მოგვარებისკენ გადადგმული უმცირესი ნაბიჯი, რომელზეც მსჯელობა უნდა გაგრძელდეს საერთაშორისო დონეზე, რათა ახალი პრაქტიკა მისაღებ ნორმად არ დამკვიდრდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს ახალგორის მოსახლეობისგან სრულად დაცლის რეალური საშიშროება.
არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI) მიიჩნევს, რომ აუცილებელია ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერისთვის დამატებითი მექანიზმების შემუშავება.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მოუწოდებს ხელისუფლებას, არ დაუშვას ე.წ. „შემარბილებელი“ რეჟიმის „მიღებულ ნორმად“ დამკვიდრება და მოითხოვოს ახალგორის მოსახლეობისთვის შეუზღუდავი გადაადგილების უზრუნველყოფა.
რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას.
2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.
ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე.