GEO   ENG
სიახლეები
„ქართული ოცნება“ რუსული საქმე - 2008 წლის ომის მთავარი დამნაშავე საქართველოა
08.09.2025

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას გამოეხმაურა და ომის დამნაშავედ საქართველოს მაშინდელი მთავრობის გამოცხადება დადებითად შეაფასა.

2024 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც დღემდე კითხვის ქვეშ აყენებს „ქართული ოცნების“ ლეგიტიმურობის საკითხს, პარტიის საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისია 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის საქმიანობის შესწავლის მიზნით შეიქმნა.

2025 წლის 3 სექტემბერს კომისიამ, რომელსაც ყოფილი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა, წარმოადგინა 473-გვერდიანი ანგარიში, რომელშიც აღწერილია 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მისი მთავრობის ბრალეულობის საკითხი.

ანგარიშს დაუყოვნებლივ გამოეხმაურა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამთავრობო სააგენტო „Res“ და განმარტა, რომ ანგარიში ადასტურებს მაშინდელი საქართველოს ხელმძღვანელობის დანაშაულს, რომ ომის მთავარ დამნაშავედ წარმოდგენილია არა რუსული საოკუპაციო რეჟიმი, არამედ ქართული მხარე და „აგრესიული ომი  სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, სწორედ, საქართველომ გააჩაღა“. სტატიაში ნათქვამია, რომ კომისიის დასკვნა სწორედ სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის პოზიციების სისწორის დადასტურებაა და ზუსტად პასუხებს მათ მიერ წლების განმავლობაში გავრცელებულ პოზიციას. „ქართული ოცნების“ საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე დაყრდნობით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობა ამტკიცებს, რომ რუსეთ-საქართველოს ომში რუსეთის ჩართულობა „საქართველოს მშვიდობისკენ იძულებით“ იყო განპირობებული და რაც აუცილებელი იყო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის და მისი მშვიდობიანი მოსახლეობის გადასარჩენად. გამოცემა ქართული კომისიის დასკვნას იწონებს, როგორც იმ დასავლეთის პოლიტიკოსების შეფასებებისგან განსხვავებულს, რომლებიც წლების განმავლობაში ომის დაწყებაში რუსეთს  ადანაშაულებდნენ. „ქართული ოცნების“ დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ომის წამოწყებაში მ. სააკაშვილის მთავრობის დანაშაული გამოკვეთა.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო კომისიის მიერ მომზადებული ანგარიში ეფექტიანად გამოიყენა დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთმა იმ ბრალდებების დასასაბუთებლად, რომელიც წლების განმავლობაში ვრცელდებოდა რუსეთ-ოსეთის მიერ. დასკვნა, პირდაპირ პასუხებს რუსულ ნარატივს და ემსახურება რუსულს საქმეს. 

რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026
სექტემბერი — ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული გავლენების გაფართოების თვე

სექტემბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში რუსული გავლენების გაფართოების თვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

06.10.2026
კანონი გრანტების შესახებ: 2025 წლის შეზღუდვები და 2026 წლის ცვლილებები

კანონი გრანტების შესახებ არ წარმოადგენს დამოუკიდებელ რეგულაციას. იგი 2023 წლიდან ჩამოყალიბებული მრავალშრიანი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია.

05.10.2026