დე ფაქტო ჯანდაცვის
სისტემაში არსებული მთელი რიგი პრობლემები, ხაზს უსვამს ღრმა სისტემურ ჩავარდნებს,
რამაც სამხრეთ ოსეთში ჯანდაცვის სისტემა მწვავე კრიზისამდე მიიყვანა.
2025 წლის თებერვლიდან
მოყოლებული, არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია აუცილებელი სამედიცინო მარაგების,
მათ შორის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინების და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტების,
მწვავე დეფიციტის შესახებ. შემაშფოთებელი ცნობები ვრცელდებოდა სამედიცინო ინფრასტრუქტურის
გაუმართაობის შესახებ. ასევე როგორც ცნობილიაახალგორში მხოლოდ ერთი, ისიც მწყობრიდან
გამოსული სასწრაფო დახმარების მანქანა ფუნქციონირებდა. კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, თომას ჯიგკაევის მხრიდან სისტემის არაეფექტიანმა ადმინისტრირებამ,
რომელსაც ბრალი უმოქმედობასა და კრიტიკული სამედიცინო საკითხების უგულვებელყოფაში დასდეს.
აგვისტოში ჯანდაცვის
სისტემის პრობლემების წინააღმდეგ ცხინვალის რეგიონულ საავადმყოფოს ექთნებმა
საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ხელფასების დაპირებულ ზრდას ითხოვდნენ,
თუმცა დიალოგის ნაცვლად, დე ფაქტო ხელისუფლებამ დაშინების პოლიტიკა გამოიყენა. ექთნების
ნაწილი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მუქარით დააშინა, ნაწილი კი მოულოდნელი,
ხელახალი სერტიფიცირებით. გარდა დაანონსებული სერტიფიცირებისა, გენერალური
პროკურატურის ცნობით, ცხინვალის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით,
საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილების უფროსს და საშუალო რგოლის სამედიცინო
პერსონალს, რომლებსაც გენერალური პროკურატურა ეჭვმიტანილად მიიჩნევდა ნარკოტიკული მედიკამენტების
აღრიცხვისა და შენახვაში, გამოძიების დასრულებამდე მუშაობის უფლება შეუჩერდა. ეს პროცესები
სრულად ემსასახურებოდა სამედიცინო პერსონალის დაშინებასა და დემორალიზებას.
2025 წლის ივნისში თომას
ჯიგკაევის თანამდებობიდან გათავისუფლებამ ჯანდაცვის დე ფაქტო სამინისტრო ხელმძღვანელის
გარეშე დატოვა. სამინისტროს ახალ ხელმძღვანელად 2025 წლის 16 სექტემბერს სოსლან
ნანიევი დაინიშნა, რომელმაც მინისტრის პოსტი ალან გაგლოევის პრეზიდენტად არჩევის
შემდეგ, მასთან გარკვეულ საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო 2022
წელს ერთხელ უკვე დატოვა. თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ის პროფესიულ საქმიანობას
რუსეთში განაგრძობდა. გავრცელებული ინფორმაციით, პოსტზე დანიშვნის დათანხმების სანაცვლოდ,
ნანიევი სამინისტროს ხელმძღვანელობის სრულ
რეფორმირებას ითხოვდა. მისი თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში, ჯანდაცვის რეფორმის
ეს მოთხოვნები, წარმოადგენს ერთგვარ აღიარებას,
რომ არსებული პრობლემები არა მხოლოდ ფინანსური შეზღუდვების შედეგია, არამედ ღრმად არის
ფესვგადგმული კორუმპირებულ და არაეფექტურ სისტემაში.
ოკუპირებულ აფხაზეთში აგვისტო საწვავის მწვავე დეფიციტითა და მრავალსაათიანი რიგებით დაიწყო.
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ოკუპირებული აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებასა და საარჩევნო პროცესებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უკანონო ჩარევის აღკვეთას.
DRI ეხმიანება 2026 წლის 27 ივლისს, MMA-ის მებრძოლ გიორგი ქართველიშვილის
მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას ე.წ. „სახალხო მოძრაობის“ დაფუძნების შესახებ.