GEO   ENG
სიახლეები
ივანიშვილ-კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს რეპრესიების მორიგი სამიზნე დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტია
24.09.2025

ა(ა)იპ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა 24 სექტემბერს ივანიშვილ-კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროსგან მიიღო წერილი, რომლის მიხედვითაც, მიმდინარეობს წარმოება დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის საქმიანობის ,,გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობის დადგენასთან დაკავშირებით. ამ მიზნით, ბიურო ორგანიზაციისგან სამი სამუშაო დღის ვადაში ითხოვს 2025 წლის 16 აპრილიდან დღემდე პერიოდში განხორციელებულ/მიმდინარე საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა კატეგორიის ინფორმაციას, კონკრეტულ მუხლებზე მითითებისა და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

ორგანიზაცია ანტიკორუფციული ბიუროს წერილობით განუმარტავს, რომ გამოთხოვილი ინფორმაცია შინაარსობრივი თვალსაზრისით სცდება ,,გრანტების შესახებ“ კანონს. ამასთან, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი არ წარმოადგენს ,,გრანტების შესახებ“ კანონში განხორციელებული რეპრესიული ცვლილებების ადრესატს, რადგან ორგანიზაციას არ დაუდია ახალი საგრანტო ხელშეკრულება და არც  ცვლილებები განუხორციელებია საგრანტო ხელშეკრულებაში.

ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიუროსგან იდენტური წერილი (სხვა რეპრესიულ მექანიზმებთან ერთად) ამ დრომდე სხვა არაერთ ადამიანის უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციას გაეგზავნა, რაც მათ დისკრედიტაციასა და გაჩერებას ისახავს მიზნად.  

რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026