GEO   ENG
სიახლეები
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” შეკრებებისა და მანიფესტაციების დაკვირვებას იწყებს
25.12.2019

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ იწყებს პოლიტიკური შინაარსის მატარებელი ყველა აქციის, შეკრებისა და მანიფესტაციის დაკვირვებას, რომლებიც ორგანიზებულია პოლიტიკური პარტიების ან სამოქალაქო მოძრაობების მიერ. 

ერთი მხრივ, მშვიდობიანი შეკრებების არაპროპორციული ძალის გამოყენებით დაშლამ 18 და 26 ნოემბერს, ხოლო მეორე მხრივ, 2 დეკემბერს, პარტია „ქართული ოფისის“ ცენტრალურ ოფისთან პოლიციის უმოქმედობამ, რის შედეგადაც რამდენიმე დემონსტრანტი დაშავდა, ნათლად წარმოაჩინა აქციების მიმდინარეობაზე ობიექტური და მიუკერძოებელი დაკვირვების აუცილებლობა.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დამკვირვებლები დაესწრებიან თბილისის და მცხეთის მასშტაბით პოლიტიკური ძალების და სამოქალაქო მოძრაობების მიერ ორგანიზებულ ყველა აქციას, შეკრებასა და მანიფესტაციას, რომელიც პოლიტიკური შინაარსის მატარებელია. აქციებზე დაკვირვებისას დამკვირვებლები იხელმძღვანელებენ ეუთოს მეთოდოლოგიით, რომელიც  შესაძლებლობას მოგვცემს ზუსტად და ერთგვაროვნად აღვწეროთ საპროტესტო აქციებისა და დემონსტრაციების დროს საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვა, გამოვკვეთოთ უფლებადარღვევის ფაქტები და დარღვევაზე პასუხისმგებელი პირები.

აქციებზე დაკვირვების გზით, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიზნად ისახავს:

  • აქციების ორგანიზატორების და მონაწილეების მხრიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვის შემოწმებას;
  • აქციების მიმდინარეობის პროცესში გამოკვეთილი სამართალდარღვევების ანალიზს და სამართლებრივ შეფასებას;
  • სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა ქმედების შესაბამისობის დადგენას საერთაშორისო სტანდარტებთან;
  • აქციების მიმდინარეობის პროცესში გამოკვეთილი სამართალდარღვევების შესახებ საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას;
  • რეკომენდაციების გაზიარებას დაინტერესებული მხარეებისთვის.
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ დაინტერესებულ მხარეებს, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადგილობრივ თვითმმართველობას, მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს და სამოქალაქო მოძრაობებს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026
სექტემბერი — ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული გავლენების გაფართოების თვე

სექტემბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში რუსული გავლენების გაფართოების თვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

06.10.2026
კანონი გრანტების შესახებ: 2025 წლის შეზღუდვები და 2026 წლის ცვლილებები

კანონი გრანტების შესახებ არ წარმოადგენს დამოუკიდებელ რეგულაციას. იგი 2023 წლიდან ჩამოყალიბებული მრავალშრიანი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია.

05.10.2026