ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციების
ფარგლებში შეიქმნა, 2026 წლის 2 მარტიდან უქმდება, მისი ფუნქციები კი, სახელმწიფო აუდიტის
სამსახურს გადაეცემა. ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლების თქმით, გაუქმების მიზანი,
ხარჯების ოპტიმიზაციაა. ორგანიზაციის შეფასებით კი, ბიუროს გაუქმება აღიქმება როგორც
მკაფიო დემარკაცია ევროკავშირის პოლიტიკური ფასეულობებთან და ევროინტეგრაციასთან.
კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილი უწყების მთავარ ამოცანად, სამოქალაქო სექტორის დევნა იქცა. უწყების მთლიანი რესურსი მიმართული იყო პარტიული ინტერესების გატარებისკენ, კრიტიკული აზრის ჩასახშობად. არასრული სამი წლის განმავლობაში, ანტიკორუფციული ბიუროს მხრიდან არც ერთ შემთხვევაში გამოვლენილა სავარაუდო, კორუფციული დანაშაულის შემთხვევა. ორგანიზაციის მიერ მომზადებულ მონიტორინგის ანგარიშში, სწორედ ანტიკორუფციული ბიუროს არასრული სამწლიანი საქმიანობაა შეფასებული.
რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას.
2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.
ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე.