GEO   ENG
სიახლეები
DRI: ,,ქართული ოცნების“ მორიგი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი
18.11.2025

პარტია „ქართული ოცნების“ 2025 წლის 17 ნოემბრის ინიციატივა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმების შესახებ, ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და წარმოადგენს რუსეთთან მიტმასნების პოლიტიკის გაგრძელებას.

2007 წელს შექმნილი დროებითი ადმინისტრაციის შექმნა ემსახურებოდა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისთვის საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში ავტონომიური სტატუსის განსაზღვრას, მისთვის ფართო პოლიტიკური თვითმმართველობის მინიჭებისა, რათა უზრუნველყოფილიყო საქართველოს სახელმწიფოში ოსი ხალხის კულტურული თვითმყოფადობა და რეგიონის პოლიტიკური თვითმმართველობა. არსებული ჩანაწერი ნათლად წარმოაჩენდა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის სათანადო პირობების შექმნას.“

“ქართული ოცნების” მიერ ადმინისტრაციული ერთეულის გაუქმების მთავარ მიზეზად, ისევე როგორც სხვა ყველა ცვლილების მოტივად, დასახელდა „ცხინვალის რეგიონში ვითარების ესკალაციამდე და ომამდე მიგვიყვანა, გარე ძალების გეოპოლიტიკური თამაში და საქართველოს გასაწირი პაიკის როლი”. სწორედ ამ მოტივით დაიწყო გამოძიება ჩორჩანას საგუშაგოს აღმართვის ფაქტზეც, რომელშიც მთავარ დამნაშავედ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დასახელდა და სისხლის სამართლებრივი დევნაც დაიწყო.  

სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მთავარი აქტი, სწორედ ქართული ოცნების დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებული დასკვნაა, რომელშიც ჩორჩანის საგუშაგოს აღმართვა და  კომისიის შეფასებით პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2008 წლის ომის პროვოცირება, საქართველოს მიერ ცეცხლის კერის ხელოვნურად გაჩენის კიდევ ერთ მცდელობად შეფასდა.

“ქართული ოცნება” ბოლო წლებში მიზან მიმართულად აწარმოებს ეროვნული ინტერესების საზიანო მოქმედებებს და ცდილობს ყველა ის მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რომელიც საერთაშორისო სასამართლოში კონფლიქტებთან მიმართებაში საქართველოს გააჩნია, გააუფასუროს და ოკუპანტი რუსეთისთვის სასარგებლო მოქმედებები განახორციელოს. 2015 წელს რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის გაფორმდა ალიანსისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულება. გარდა ამისა, როგორც ჟენევის მოლაპარაკებების, ასევე სხვა პლატფორმებზე რუსეთი აკრიტიკებდა ალტერნატიული მთავრობის არსებობას და მოითხოვდა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის გაუქმებას. ქართული ოცნების 2025 წლის ინიციატივაც სწორედ ამ პოლიტიკის გაგრძელებაა. ეს მოქმედება ძირს უთხრის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და აჩენს კიდევ ერთი საფრთხეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის არსებობასთან დაკავშირებით.

კან კვარჩიას განაჩენი და ოპოზიციის მასობრივი დევნის ახალი ტალღა

ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიტიკური კრიზისი რადიკალურ ფაზაში შედის და ოპოზიციის განეიტრალებისკენ არის მიმართული. 

15.06.2026
DRI: უწყებების მხრიდან უმძიმეს დანაშაულებზე ფასადური რეაგირება, ვერ ამცირებს ქვეყანაში შექმნილ მწვავე კრიზისს

DRI: უწყებების მხრიდან უმძიმეს დანაშაულებზე ფასადური რეაგირება,  ვერ ამცირებს ქვეყანაში შექმნილ მწვავე კრიზისს

13.06.2026
პატიმრობის უპრეცედენტო ზრდა და გათავისუფლების მექანიზმების კრიზისი

საქართველოს სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა მკვეთრად გადაიხარა რეპრესიული მართლმსაჯულებისკენ, რამაც ქვეყანა პენიტენციური სისტემის კრიტიკულ გადატვირთვამდე მიიყვანა. 

10.06.2026